მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავა
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავა

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო პოლიციის ბათუმის სამმართველოს „სარფისა“ და „ხიხაძირის“ სექტორების დასაცავ მონაკვეთებზე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ე.წ. „მწვანე ზოლის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ქვეითად გადმოკვეთა, ხოლო ერთმა ბრალდებულმა სახელმწიფო საზღვარი სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით გადმოკვეთა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ გატარდა საიმიგრაციო პროცედურები, რის შედეგადაც განხორციელდა მისი ქვეყნიდან გაძევება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: დრონებით თავდასხმის შემდეგ დასავლეთ ციმბირში მდებარე ნავთობქიმიურმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

Reuters: დრონებით თავდასხმის შემდეგ დასავლეთ ციმბირში მდებარე ნავთობქიმიურმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

იმედი

ნიკოლას ჰოლტი სერიალ „ჰარი პოტერში“ ითამაშებს

ნიკოლას ჰოლტი სერიალ „ჰარი პოტერში“ ითამაშებს

იმედი

საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავა

იმედი

The Telegraph: ბერნემმა ლიდერობის პირველი რეალური გამოცდა ვერ ჩააბარა

The Telegraph: ბერნემმა ლიდერობის პირველი რეალური გამოცდა ვერ ჩააბარა

იმედი