მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სასაზღვრო პოლიციის უფროსი შავი ზღვის საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მე-5 შეხვედრაში მონაწილეობდა
სასაზღვრო პოლიციის უფროსი შავი ზღვის საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მე-5 შეხვედრაში მონაწილეობდა

სასაზღვრო პოლიციის უფროსი შავი ზღვის საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მე-5 შეხვედრაში მონაწილეობდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით თამაზაშვილმა დელეგაციასთან ერთად, შავი ზღვის საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მე-5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ფორუმი ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების სარდლობის და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურობის ორგანიზებით, სტამბოლში გაიმართა. ღონისძიებაში 15 ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების, სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სამსახურების წარმომადგენლობითი დელეგაციები მონაწილეობდნენ.

ფორუმზე განხილული იყო საზღვაო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების, არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების, ასევე, რეგიონული ინიციატივების ხელშეწყობის საკითხები.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 საზღვაო ფლოტის გაერთიანებული ტაქტიკური ძალების (CTF-166) ხელმძღვანელობასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მნიშვნელობას, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და არსებული პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პოლიციამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირირუსთავი 2
  • ჰიტლერის დაბადების სახლი პოლიციის შენობად გადააკეთესBM.GE
  • ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნესფორმულა
  • დააწინაურეს პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელსაც ცოლი სასტიკ ძალადობაში ამხელსტვ პირველი
პოლიციამ →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

იმედი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი