მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ყვარელში ახალგაზრდებს შეხვდა
საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ყვარელში ახალგაზრდებს შეხვდა

საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ყვარელში ახალგაზრდებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს ამჯერად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, მისი უპირატესობები და ადმინისტრაციის წარმატებული პრაქტიკა იყო. გიორგი შარაბიძემ იმ გამოცდილებასა და გზაზე ისაუბრა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში გაიარა. მან ახალგაზრდებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია დეზინფორმაციასა და მასთან ბრძოლის სტრატეგიაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ სიახლეებსა და საგანმანათლებლო პროექტებზე.

საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის როლისა და უფლებების, ასევე არჩევნებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ მონაწილეებს ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მარიამ შეყელაძე ესაუბრა. მან ახალგაზრდებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიებიც გააცნო. შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებმა პრაქტიკაში თავად გამოცადეს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები და გაეცნენ მათი მუშაობის პრინციპებს.

ახალგაზრდები ასევე გაეცნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალს „არჩევნები 360˚“. აღნიშნული გამოცემა მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დისკუსიას დაეთმო. ახალგაზრდებმა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილისგან მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პასუხი მოისმინეს.

შეხვედრა 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში გაიმართა. საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გამართავენ.

ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

იმედი

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი