მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი: ქართველი მეზღვაურები დასაქმებულნი არიან მსოფლიო სავაჭრო ფლოტის დაახლოებით 80%-ში
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი: ქართველი მეზღვაურები დასაქმებულნი არიან მსოფლიო სავაჭრო ფლოტის დაახლოებით 80%-ში

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი: ქართველი მეზღვაურები დასაქმებულნი არიან მსოფლიო სავაჭრო ფლოტის დაახლოებით 80%-ში

იმედი|imedinews.ge

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ქართველი მეზღვაურების მომზადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კადრების მომზადებასა და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ.

მისი თქმით, დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ფლოტში დაახლოებით 21 000 ქართველი მეზღვაური მუშაობს. ქართველი სპეციალისტები დასაქმებულნი არიან მსოფლიო სავაჭრო ფლოტის დაახლოებით 80%-ში, ხოლო საქართველოს მიერ გაცემული საზღვაო კომპეტენციების აღიარება მსოფლიოს საზღვაო დროშების დაახლოებით 90%-ზე ვრცელდება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, საქართველოს საზღვაო სექტორის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება პირდაპირ აისახება ქართველი მეზღვაურების დასაქმების შესაძლებლობებზე. სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს მეზღვაურთა კვალიფიკაციას აღიარებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და მსოფლიოს წამყვანი საზღვაო დროშები.

„ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია არის მთავარი კერა, სადაც ქართველი მეზღვაურების მომზადება ხდება. დღეს საქართველოს 21 000-მდე მეზღვაური ჰყავს, რომლებსაც დასაქმებულები არიან მსოფლიო ტონაჟის დაახლოებით 80%-ზე. ასევე, საქართველოს მიერ დაფარულია მსოფლიოს საზღვაო დროშების საერთო რაოდენობის 90%-მდე, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ძირითადი რეპუტაციული დროშები. ეს არის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული აქტიური მუშაობის შედეგი“, – განაცხადა ივანე აბაშიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დღეს ღვთისმშობლობაა

დღეს ღვთისმშობლობაა

იმედი

ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება

ბიძინა გიორგობიანი: ვფიქრობ, ევროპის კონტინენტზე ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ინტერესი ევროკავშირის მიმართ უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წინა ათწლეულებში

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირი უკვე აღმოჩნდა განვითარების მხრივ ისეთ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომელშიც შეიყვანა კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მსგავსი პოლიტიკური „ლიდერების“ მოღვაწეობამ