მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი: საქართველო საიმედო პარტნიორად ყალიბდება, რომელიც ევროპასა და აზიას შორის უსაფრთხო, ეფექტიან და პროგნოზირებად დაკავშირებადობას უზრუნველყოფს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი: საქართველო საიმედო პარტნიორად ყალიბდება, რომელიც ევროპასა და აზიას შორის უსაფრთხო, ეფექტიან და პროგნოზირებად დაკავშირებადობას უზრუნველყოფს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი: საქართველო საიმედო პარტნიორად ყალიბდება, რომელიც ევროპასა და აზიას შორის უსაფრთხო, ეფექტიან და პროგნოზირებად დაკავშირებადობას უზრუნველყოფს

იმედი|imedinews.ge

„დღეს საქართველო მხოლოდ სატრანზიტო დერეფანი აღარ არის; ქვეყანა ყალიბდება საიმედო პარტნიორად, რომელიც ევროპასა და აზიას შორის უსაფრთხო, ეფექტიან და პროგნოზირებად დაკავშირებადობას უზრუნველყოფს“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე.

მისი თქმით, 2026 წლის იანვარ-აპრილის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს საზღვაო სექტორი დინამიკურად ვითარდება და ზრდა პრაქტიკულად ყველა ძირითად ნავსადგურსა და ტერმინალში დაფიქსირდა.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების ზრდა ძირითადად მსხვილტონაჟიანი გემების შემოსვლამ განაპირობა. „ეს პოზიტიური შედეგი შემთხვევითი არ არის. გაზრდილი ეფექტიანობა, ოპერაციების ოპტიმიზაცია, ბიუროკრატიული პროცესების შემცირება, სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობა, ასევე ინფრასტრუქტურული და ციფრული განვითარება ქმნის საფუძველს, რომ საქართველოს პორტები თანამედროვე, კონკურენტუნარიან და რეგიონულად მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ჰაბებად გადაიქცეს“, - აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.

2026 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების მოცულობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა. მზარდი დინამიკა შენარჩუნდა კონტეინერების მიმართულებითაც – საანგარიშო პერიოდში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ (TEU) 8%-იანი მატება აჩვენა. ჯამური მაჩვენებლების გაუმჯობესების ფონზე, პოზიტიური ტენდენცია ქვეყნის ყველა საზღვაო ნავსადგურში დაფიქსირდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი