მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სენატორი ტიმ შიჰი: ჩვენ თქვენ გვერდით ვიდექით და გავაგრძელებთ თქვენ გვერდით დგომას, არა მხოლოდ თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, არამედ თქვენი კულტურული მთლიანობის დასაცავად. ამერიკა დგას ნებისმიერი ქვეყნის გვერდით, რომელსაც სურს საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლა
სენატორი ტიმ შიჰი: ჩვენ თქვენ გვერდით ვიდექით და გავაგრძელებთ თქვენ გვერდით დგომას, არა მხოლოდ თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, არამედ თქვენი კულტურული მთლიანობის დასაცავად. ამერიკა დგას ნებისმიერი ქვეყნის გვერდით, რომელსაც სურს საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლა

იმედი|imedinews.ge

ჩვენ თქვენ გვერდით ვიდექით და გავაგრძელებთ თქვენ გვერდით დგომას, არა მხოლოდ თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, არამედ თქვენი კულტურული მთლიანობის დასაცავად, - განაცხადა სენატორმა ტიმ შიჰიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ამერიკა დგას ნებისმიერი ქვეყნის გვერდით, რომელსაც სურს საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლა.

„როცა 19 წლის ახალგაზრდა მეზღვაური ვიყავი და შეერთებული შტატების საზღვაო ძალებში ვმსახურობდი, ვიმყოფებოდი გემზე, შავ ზღვაში, მითხრეს, რომ ჩვენ საქართველოში უნდა შევიდეთ. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ შტატი ჯორჯია ძალიან შორს იყო, ვიკითხე: „რა ჯორჯია? სად ვართ?“ ჩვენ შავი ზღვის ფოთის პორტში შევედით. 19 წლის ახალგაზრდას თქვენი დიდი ქვეყნის გაცნობა მომიწია. ეს დღემდე მახსოვს. იქ დაახლოებით ერთი კვირა გავატარეთ თქვენს სამხედროებთან ერთობლივ წვრთნებში. რა თქმა უნდა, ეს წინ უძღოდა პუტინის რეჟიმის ექსპანსიონისტურ მიზნებს, რომელიც მალევე იყო და ხაზს უსვამდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის იქ ყოფნა, თუ გადავხედავთ რეტროსპექტივას. ამან კიდევ უფრო გააღრმავა ჩემი ერთგულება არა მხოლოდ ჩვენი მსოფლიო ალიანსების, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართაც – ქვეყნის, რომელსაც ახალგაზრდობაში ვესტუმრე. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ აღარ დავბრუნებულვარ, შესაძლოა, მალე გამოვასწორო ეს და თქვენთან ჩამოსვლა მოვახერხო. ეს ულამაზესი ადგილია და იქაური ისტორია, რა თქმა უნდა, უძველესია – ჩვენი უძველესი ცივილიზაციის შესაყარზე, სპარსეთსა და რუსულ სტეპებს შორის, კავკასიის მთების ისტორიითა და იქ მომხდარი ყველაფრით. საზღვაო აკადემიაში სწავლის წლებში სწრაფად ჩავუღრმავდი და შევისწავლე ყველაფერი, რაც შემეძლო საქართველოს, შავი ზღვის და იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს რეგიონი – ცივილიზაციის ჭეშმარიტად აკვანი. რა თქმა უნდა, თქვენი დამოუკიდებლობა: ჩვენ თქვენ გვერდით ვიდექით და გავაგრძელებთ თქვენ გვერდით დგომას, არა მხოლოდ თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, არამედ თქვენი კულტურული მთლიანობის დასაცავად. ამერიკა დგას ნებისმიერი ქვეყნის გვერდით, რომელსაც სურს საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლა. ჩვენ თქვენ გვერდით ვიბრძოლებთ ამ თავისუფლებისთვის. ასე რომ, მადლობას გიხდით დღეს საღამოს სტუმრობისთვის და გილოცავთ“, - განაცხადა შიჰიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • მადლობა ყველას, ვინც შემართების და უკომპრომისო ბრძოლის მაგალითს გვაძლევს ციხიდან - სალომე ზურაბიშვილიტვ პირველი
  • ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექციაBM.GE
  • აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამოფორმულა
  • ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მისია დაამტკიცანეტგაზეთი
ბრძოლის →

მსგავსი სტატიები

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი