მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შაჰინი, უილსონი და უორენი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვენ, სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღოს
შაჰინი, უილსონი და უორენი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვენ, სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღოს

შაჰინი, უილსონი და უორენი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვენ, სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღოს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ელიზაბეთ უორენმა, ასევე კონგრესმენმა ჯო უილსონმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ორპარტიული წერილით მიმართეს და სირიის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოღებას სთხოვენ. ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.

კანონმდებლების განცხადებით, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ სირიისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს. მათი შეფასებით, ქვეყნისთვის ამ სტატუსის შენარჩუნება ეკონომიკური აღდგენის, ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.

წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ სირიის აღნიშნული სიიდან ამოღება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებსაც შეესაბამება, რადგან ეს პასუხისმგებლიანი ამერიკული და მოკავშირე ქვეყნების ინვესტიციებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის და ამავდროულად სირიის დამოკიდებულებას რუსეთზე, ჩინეთსა და ირანზე შეამცირებს.

ამასთან, კანონმდებლები ხაზს უსვამენ, რომ სიის დატოვება არ ნიშნავს სირიის ხელისუფლებისთვის მოთხოვნების გაუქმებას. მათი თქმით, ოფიციალურმა დამასკომ უნდა გააგრძელოს პროგრესი ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა რუსეთის სამხედრო ყოფნის შემცირება, ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის ძალაუფლების უფრო ფართო განაწილება და ქალების სრულფასოვანი მონაწილეობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

გასულ თვეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც ასადის მმართველობის პერიოდში დაწესებული სანქციების გაუქმებას ითვალისწინებს, თუმცა ძალაში ტოვებს მექანიზმებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დამრღვევებისა და სხვა მავნე აქტორების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას იძლევა.

„ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ და სირიის ახალმა ხელისუფლებამ ქვეყანაში ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით ვალდებულებების შესრულების მზადყოფნა არაერთხელ დაადასტურეს. მიუხედავად იმისა, რომ სირიას ჯერ კიდევ აქვს პროგრესი მისაღწევი სხვადასხვა მიმართულებით, ამერიკული კანონმდებლობით ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს და ეს სტატუსი მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება ადმინისტრაციისა და კონგრესის მიზნისთვის, სირიას წარმატების შესაძლებლობა მიეცეს“, - წერენ კანონმდებლები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი