მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა მაისურაძე: პარასპორტის განვითარების ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი პროფესიული წინსვლისა და მაღალი შედეგების მისაღწევად
შალვა მაისურაძე: პარასპორტის განვითარების ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი პროფესიული წინსვლისა და მაღალი შედეგების მისაღწევად

შალვა მაისურაძე: პარასპორტის განვითარების ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი პროფესიული წინსვლისა და მაღალი შედეგების მისაღწევად

იმედი|imedinews.ge

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა მაისურაძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განცხადება თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის საქმიანობის შესახებ გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს ყველა პირობა აქვს შექმნილი პროფესიული წინსვლისა და მაღალი შედეგების მისაღწევად.

„წლების განმავლობაში პარასპორტის განვითარების ცენტრის დირექტორის პოზიციაზე ვმუშაობდი და ზუსტად ვიცი, რას ემსახურება პარასპორტი და რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს მას ადამიანების ცხოვრებაში. მოხარული ვარ, რომ საზოგადოებას წარედგინა ფილმი, რომელიც ნათლად ასახავს ჩვენი პარასპორტსმენების შრომას, თავდადებასა და მნიშვნელოვან მიღწევებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს იმ მხარდაჭერისთვის, რომლის შედეგადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, უკეთ გაეცნოს ქართველი პარასპორტსმენების წარმატებებს.

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და სატრანსპორტო მხარდაჭერით, რაც პარასპორტსმენებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ დაუღალავ შრომას და გპირდებით, რომ მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წარმატებებითა და ღირსეული შედეგებით დაგიბრუნდებით“, - განაცხადა შალვა მაისურაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგებიBM.GE
  • ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვიაფორმულა
  • განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები აისახება სექტორის მაჩვენებლებზე - 2026 წელს რეკორდული დინამიკა გვაქვს როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საავიაციო მიმართულებით - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზეტვ პირველი
შედეგები →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი