მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა ოგბაიძე: თბილისის საავტობუსო პარკი რეგიონსა და ევროპის ქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და მოწესრიგებულია
შალვა ოგბაიძე: თბილისის საავტობუსო პარკი რეგიონსა და ევროპის ქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და მოწესრიგებულია

შალვა ოგბაიძე: თბილისის საავტობუსო პარკი რეგიონსა და ევროპის ქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და მოწესრიგებულია

იმედი|imedinews.ge

საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიესალმება, ყოველგვარი ირონიის გარეშე, ოპოზიციონერი კოლეგების ინტერესს დედაქალაქში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

შალვა ოგბაიძის თქმით, როდესაც ოპოზიცია სტრასბურგის რკინიგზის მახლობლად მდებარე ავტოსადგომზე ლაპარაკობს, ავიწყდება, რომ თბილისის რკინიგზის სადგურთან ჯერ კიდევ 1975 წელს გაკეთდა ორდონიანი ავტოსადგომი, რომელიც, სამწუხაროდ, ისევე როგორც ორბელიანის მოედანზე არსებული მიწისქვეშა სადგომი, მაღალი დატვირთვით არ გამოირჩევა.

„ჩვენ ვსაუბრობთ საკითხისადმი სისტემურ მიდგომაზე, რაც განსაზღვრულია სატრანსპორტო პოლიტიკით. სხვათა შორის, 2025 წელს, 2011 წელთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ მგზავრთა გადაყვანის რაოდენობა ორჯერ გაიზარდა და 320 მილიონი შეადგინა“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალური ავტოპარკი ბოლო წლებში მასშტაბურად განახლდა ახალი და თანამედროვე სტანდარტების მქონე ავტობუსების შემოყვანით.

დედაქალაქის საავტობუსო პარკი რეგიონსა და ევროპის ქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და მოწესრიგებულია.

შალვა ოგბაიძემ გზების თაობაზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ 90-იან წლებში გზები, სამწუხაროდ, მხოლოდ ავტომობილებისთვის გეგმარდებოდა.

„ჩვენ ახლა ვცდილობთ გზები გავხადოთ მულტიმოდალური, ტროტუარები დავუბრუნოთ მოსახლეობას, ხოლო, უსახური ავტოფარეხების ნაცვლად, პარკები და სკვერები მოვაწყოთ. რაც შეეხება სტრასბურგს, ქალაქის ცენტრში პარკინგზე შესვლა ხდება მხოლოდ ეკოსტიკერით, რომელიც ავტომობილის ეკოლოგიურ ტიპს განსაზღვრავს. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. მიმაჩნია, რომ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა არის წარმატებული და ჩვენ ამ თუ სხვა მიმართულებებით მუდამ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - დასძინა შალვა ოგბაიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 207 სტატია.

  • თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა - თბილსერვის ჯგუფიBM.GE
  • თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსსრუსთავი 2
  • თბილისში უცხოელი სცემეს, გაიტაცეს ტელეფონები და თანხატვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →ევროპის →

მსგავსი სტატიები

ესპანეთმა იტალია გააფრთხილა, რომ მიიღებს „პროპორციულ ზომებს“, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს ესპანეთიდან ჩასულ მგზავრებზე

ესპანეთმა იტალია გააფრთხილა, რომ მიიღებს „პროპორციულ ზომებს“, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს ესპანეთიდან ჩასულ მგზავრებზე

იმედი

გიორგი სიხარულიძე: მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს

გიორგი სიხარულიძე: მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს

იმედი

შოთა ქევხიშვილი: ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის: ჩვენ განვითარებასა და შედეგებზე ვსაუბრობთ, თქვენ კი - პროტესტსა და დესტრუქციაზე

შოთა ქევხიშვილი: ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის: ჩვენ განვითარებასა და შედეგებზე ვსაუბრობთ, თქვენ კი - პროტესტსა და დესტრუქციაზე

იმედი

ნიკოლოზ კახეთელიძე: ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომელთა არსი ან სათანადოდ ვერ გაუგიათ, ან საზოგადოებას შეგნებულად აწვდიან არასწორ ინფორმაციას

ნიკოლოზ კახეთელიძე: ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომელთა არსი ან სათანადოდ ვერ გაუგიათ, ან საზოგადოებას შეგნებულად აწვდიან არასწორ ინფორმაციას

იმედი