მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ადამიანთა უფლებების რამე სტანდარტზე ჩვენ ნუ გველაპარაკებიან, როდესაც ძაღლებს უქსევენ ადამიანებს. ამ ქვეყნის ელჩი მერე საქართველოზე პრეტენზიებს ნუ გამოთქვამს
შალვა პაპუაშვილი: ადამიანთა უფლებების რამე სტანდარტზე ჩვენ ნუ გველაპარაკებიან, როდესაც ძაღლებს უქსევენ ადამიანებს. ამ ქვეყნის ელჩი მერე საქართველოზე პრეტენზიებს ნუ გამოთქვამს

შალვა პაპუაშვილი: ადამიანთა უფლებების რამე სტანდარტზე ჩვენ ნუ გველაპარაკებიან, როდესაც ძაღლებს უქსევენ ადამიანებს. ამ ქვეყნის ელჩი მერე საქართველოზე პრეტენზიებს ნუ გამოთქვამს

იმედი|imedinews.ge

ადამიანთა უფლებების რამე სტანდარტზე ჩვენ ნუ გველაპარაკებიან, როდესაც ძაღლებს უქსევენ ადამიანებს. ამ ქვეყნის ელჩი მერე საქართველოზე პრეტენზიებს ნუ გამოთქვამს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ისე გამოდის, თითქოს ევროპაში კრიტიკოსების დაშლა ძაღლების მიქსევითა და ხელკეტებით მისაღებია, თუმცა, ეს არ არის ქართული სტანდარტი.

„დანია ფულს ხარჯავდა წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და დანიის ელჩი საქართველოში მაშინ დაემალა მედიას, ხმა არ გაიღო და სანამ თავად დანიის მედიაში არ ატყდა სკანდალი ამასთან დაკავშირებით, ჩვეულებრივად აგრძელებდა დაფინანსებას და მხოლოდ ამ სკანდალის შემდეგ მოუწია დაფინანსების შეწყვეტა. მაშინ ყველამ დავინახეთ მთელი NGO ორგანიზაციები როგორ გადაპორტირდნენ შემდეგ „ლელოში“ და ამანაც კარგად აჩვენა რასთან გვქონდა საქმე.

რაც შეეხება პოლიციის ბრუტალურ ქმედებებს, ეს არ არის მხოლოდ დანიაში, ჩვენ იგივე კადრები ვნახეთ ბერლინში, პარიზში, სხვა დედაქალაქებში, როდესაც პოლიცია ბრუტალური მეთოდებით, ძალადობით შლის კრიტიკოსების სხვადასხვა აქციებს. შლის თან რა მეთოდებით. დანიაში ვიხილეთ, ძაღლების მიქსევით და ხელკეტების რტყმით. ასეთი კადრები რომ დაენახა ვინმეს საქართველოში რომელიმე აქციის დროს პოლიციის მხრიდან, ხომ წარმოგიდგენიათ რა წივილ-კივილი და ლოყების ხოკვა იქნებოდა პირადად დანიის ელჩის მხრიდან?! ახლა ისეთი შთაბეჭდილება ჩნდება, რომ ევროკავშირში კრიტიკოსებისთვის ძაღლების მიქსევა და ხელკეტებით გასწორება და დაშლა არის მისაღები ქცევა. გვაინტერესებს აგვიხსნან, სად ვიმყოფებით, 100 წლის წინანდელ ევროპაში ვიმყოფებით, სადაც ძაღლებით და ხელკეტებით დასდევენ მათ, ვისაც არ ეთანხმებიან და სხვად მიაჩნიათ?! ეს არის რაიმენაირად ფასეულობა?! ეს არ არის ქართული ფასეულობა. იყოს კოპენჰაგენური ფასეულობა. ამას მერე მიხედავენ საერთაშორისო უფლებათა დამცველი ორგანოები, მაგრამ შემდეგ რაიმე სტანდარტზე ნუ გველაპარაკებიან", - განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

იმედი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი