
შალვა პაპუაშვილი: აუცილებელია მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ ეიძულებინათ მისია, რომ გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში. ამაში ჩართული იყვნენ ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები
აუცილებელია მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ ეიძულებინათ მისია, რომ გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში. ამაში ჩართული იყვნენ ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ეს არის საერთაშორისო სახის დანაშაული, როდესაც სხვა ქვეყნის არჩევნებში, სუვერენიტეტში ჩარევა ხდება და ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის მისიაზე ზეწოლა.
„ეუთოს სადამკვირვებლო მისიას რაც შეეხება, ჩვენ დადასტურებულად ვიცით, მათ შორის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან, რომ სხვადასხვა ფორმატში ამაზე ღიად ისაუბრეს, რომ 2024 წლის არჩევნების მეორე დღეს, როდესაც უნდა გამოექვეყნებინათ პირველადი ანგარიშები, იყო თათბირი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები და იყო პირდაპირი ზეწოლა ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე, რომ მას გაეყალბებინა საკუთარი დასკვნები. ვფიქრობ, საჭიროა ფიქრი იმაზე, რომ მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ ეიძულებინათ მისია, რომ გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში. არ ვიცი რა მექანიზმი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ამაზე უნდა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, ვინაიდან ეს გახლავთ საერთაშორისო სახის დანაშაული, როდესაც სხვა ქვეყნის არჩევნებში, სუვერენიტეტში ჩარევა ხდება და ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის მისიაზე ზეწოლა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა იმაზე, მოიწვევს თუ არა საქართველო ეუთოს მისიას 2028 წლის არჩევნებზე დასაკვირვებლად.
„ფაქტია, რომ 2024 წელს იყო ზეწოლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასა და სადამკვირვებლო მისიაზე, რათა მათ გაეყალბებინათ ანგარიში და ამ ზეწოლას იმ მომენტში შედეგი არ ჰქონდა. ჩვენ ახლა, როცა ვუყურებთ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, გვიჩნდება კითხვა, რამდენად იქნება მომავალში ეუთოს სადამკვირვებლო მისია მდგრადი ამგვარი ზეწოლის წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენ ამ რეზოლუციამ შეგვირყია რწმენა იმაში, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი მისია იქნება მტკიცე ზეწოლის წინაშე. ამიტომ ჯერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა დაარწმუნოს ხალხი, რომ ის ისევ გაუძლებს ევროსაბჭოს თუ სხვათა ზეწოლას, როგორც ამას გაუძლო 2024 წელს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 2028 წლისთვის აღადგინოს ქართველი ერის თვალში შერყეული ნდობა, რომ ხალხს სჯეროდეს, რომ გაუძლებენ ზეწოლას და არ გააყალბებენ ანგარიშს.
იმედი
წყარო: imedinews.ge