
თეთრი სახლის პრესმდივანი: აშშ-სა და ირანს შორის ამჟამად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს
იმედი|imedinews.ge
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ამჟამად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
„ახლა არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და ეს ასე გაგრძელდება მანამ, სანამ პრეზიდენტი არ ჩათვლის, რომ ისინი [ირანელები] მზად არიან მოლაპარაკებების მაგიდასთან არსებითი დიალოგისთვის. ჩვენ ეს ჯერ არ გვინახავს“, - განუცხადა ლევიტმა Fox News-ს.
პრესმდივნის თქმით, აშშ ფოკუსირებულია ირანზე ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებაზე - ძალისხმევაზე, რომელსაც თეთრმა სახლმა „ოპერაცია ეკონომიკური განდევნილი“ უწოდა.
მან ასევე დასძინა, რომ პრეზიდენტი „კვლავ ინარჩუნებს მოქმედების ყველა შესაძლო ვარიანტს“.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge