მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის პრემიერმა ჩაშალა რუსეთ-უკრაინის შეთანხმება. ამის შემდეგ უკრაინა ომობს უკვე ოთხი წელია, ბორის ჯონსონი კი მშვიდად დადის და კონფერენციებს ატარებს. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სხვა ქვეყნის ბედის მიმართ
შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის პრემიერმა ჩაშალა რუსეთ-უკრაინის შეთანხმება. ამის შემდეგ უკრაინა ომობს უკვე ოთხი წელია, ბორის ჯონსონი კი მშვიდად დადის და კონფერენციებს ატარებს. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სხვა ქვეყნის ბედის მიმართ

შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის პრემიერმა ჩაშალა რუსეთ-უკრაინის შეთანხმება. ამის შემდეგ უკრაინა ომობს უკვე ოთხი წელია, ბორის ჯონსონი კი მშვიდად დადის და კონფერენციებს ატარებს. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სხვა ქვეყნის ბედის მიმართ

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ვგულშემატკივრობთ ამ [უკრაინა-რუსეთის] ომის დასრულებას, ვინაიდან ყოველი დღე ამ ომისა, ნიშნავს დამატებით ტანჯვას უკრაინელი ხალხისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა პუტინისადმი ზელენსკის ღია წერილზე, სადაც ის პუტინს ომის დასრულებისა და ლიდერების დონეზე პირდაპირ მოლაპარაკებებზე გადასვლისკენ მოუწოდებს.

„არ მგონია ჩვენი შესაფასებელი იყოს [წერილი]. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ამ [უკრაინა-რუსეთის] ომის დასრულებას, ვინაიდან ყოველი დღე ამ ომისა, ნიშნავს დამატებით ტანჯვას უკრაინელი ხალხისთვის. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული მშვიდობის დასამყარებლად. სამწუხაროდ, ასეთ მიდგომებს ვერ ვხედავთ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მხრიდან. ვხედავთ, როგორ აქეზებენ ამ კონფლიქტის გაგრძელებას. შეგახსენებთ ყველას, რომ ამ ომის დაწყებიდან 2 თვეში, 2022 წლის აპრილში, სტამბოლში პარაფირებული იქნა სამშვიდობო შეთანხმება, უკრაინული და რუსული დელეგაციების ხელმძღვანელების მხრიდან.

უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა დავით არახამია და მისი განცხადებაა, რომ უკრაინისთვის მისაღები პირობები იყო. დაბრუნდნენ კიევში, იქ ჩავიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ჩაშალა შეთანხმება. ამის შემდეგ უკრაინა ომობს უკვე ოთხი წელია და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მშვიდად დადის და კონფერენციებსა და სემინარებს ატარებს. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სხვა ქვეყნის ბედის მიმართ, რომელიც სამწუხაროდ, ომამდეც გამოიჩინეს დასავლურმა ქვეყნებმა. ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ამას ადასტურებს აშშ-ის ადმინისტრაცია და ვერ შეძლო ეს ევროკავშირმა, ნატო-მ, მაშინდელმა დასავლურმა სამყარომ. ამ ომის დასრულება შეიძლებოდა თავშივე. ამას ადასტურებს უკრაინის ხელისუფლება. ნებისმიერი ინიციატივა, რომ ომი დასრულდეს, მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია, რომ მეტ-ნაკლებად მისაღები პირობები იყოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →შეთანხმება →რუსეთის →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი