მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი ჩინეთში ვიზიტზე: ჩინეთის ხელისუფლებას და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად იდენტური მიდგომა, რომ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას უნდა დაუბრუნდეს ყველა ქვეყანა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპი უნდა იყოს მთავარი
შალვა პაპუაშვილი ჩინეთში ვიზიტზე: ჩინეთის ხელისუფლებას და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად იდენტური მიდგომა, რომ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას უნდა დაუბრუნდეს ყველა ქვეყანა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპი უნდა იყოს მთავარი

იმედი|imedinews.ge

ის ფაქტი, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი არის ჩინეთში, ხაზს უსვამს ამ ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას და ქვეყნებს შორის ურთიერთობის ისტორიულად მაღალ დონეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩინეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან ჩინეთში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. პაპუაშვილის თქმით, შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრები, სადაც საუბრის მთავარი თემა ურთიერთობების გაღრმავება იყო.

„ჩინეთსა და საქართველოს შორის რამდენიმე წელია არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც საბოლოო ჯამში აისახება ჩვენს მოსახლეობაზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობაზეც.

კერძოდ, გაზრდილია ვაჭრობა ქვეყნებს შორის, გაზრდილია ტურიზმი ქვეყნებს შორის, გაზრდილია პირდაპირი ფრენები ქვეყნებს შორის, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს ქვეყანას, როგორც ეკონომიკურად, ასევე, ისარგებლოს ხალხებს შორის ურთიერთობებისა და ტურიზმის განვითარების მხრივაც.

ამ ვიზიტის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ჩემს კოლეგას, ასევე, გვქონოდა შეხვედრები იმ წრეებთან, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე და გვესაუბრა ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. ასევე, გვესაუბრა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების რღვევის მხრივ. ნათელია, რომ ჩინეთის ხელისუფლებას და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად იდენტური მიდგომა, რომ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას უნდა დაუბრუნდეს ყველა ქვეყანა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპი უნდა იყოს მთავარი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი