მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ევროკომისია ქართული საზოგადოების თვალში არის ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელი. აი, ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, სადაც ამ ბიუროკრატებმა მიიყვანეს დღევანდელი ევროკავშირი
შალვა პაპუაშვილი: ევროკომისია ქართული საზოგადოების თვალში არის ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელი. აი, ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, სადაც ამ ბიუროკრატებმა მიიყვანეს დღევანდელი ევროკავშირი

იმედი|imedinews.ge

ევროკომისია ქართული საზოგადოების თვალში არის ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელი. აი, ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, სადაც ამ ბიუროკრატებმა მიიყვანეს დღევანდელი ევროკავშირი და ამას სჭირდება შველა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მან ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებაზე ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი. მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ და ისინიც, ვინც მათ ექომაგებიან, გარე ძალების ინსტრუმენტები არიან.

„სინამდვილეში ისინი არიან მარიონეტები გარე ძალების ხელში, რომელთაც აქვთ მიზანი, რომ საზოგადოებაში შემოიტანონ დაპირისპირება და ამ მიზანს სხვაგვარად რომ ვერ მიაღწიეს, ახლა ცდილობენ, ადამიანებმა ვერბალური ძალადობით შემოიტანონ დაპირისპირება საზოგადოებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან გაიხსენა ევროკომისრის პრესსპიკერის განცხადება, რომელსაც აღმაშფოთებელი და სამარცხვინო უწოდა.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროკომისიის სახელის ლაპარაკობდა ეს ადამიანი, რომ ევროკომისიაა ის, ვინც საქართველოში იწონებს და აქეზებს ძალადობას. ჩვენ ვნახეთ მანამდე მეორე პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც 2025 წლის ოქტომბერში მხარი დაუჭირა მათ, ვისაც ხელისუფლების დამხობა სურდათ და პრესსპიკერის, ქალბატონ ჰიპერის იმ მხარდაჭერის შემდეგ იყო სწორედ ძალადობა და პრეზიდენტის სასახლის შტურმი, რა დროსაც 50-მდე პოლიციელი დაშავდა. ამას დაუჭირა მაშინ მხარი ევროკომისიამ და ახლა ვიხილეთ მეორე პრესსპიკერი, რომელიც ახლა ვერბალურ ძალადობას უჭერს მხარს.

ევროკომისია ქართული საზოგადოების თვალში არის ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელი. აი, ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, სადაც ამ ბიუროკრატებმა მიიყვანეს დღევანდელი ევროკავშირი და ამას სჭირდება შველა.

ჩვენი ამოცანა მათ შორის არის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, რომელთაც შერჩენილი აქვთ საღი აზრი, შევეცადოთ, რომ ევროკავშირში, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით, როდესაც დადგება დრო ჩვენი გაწევრიანების, არ დაგვხვდეს მტრობის, დეზინფორმაციისა და არამშვიდობის გარემო. დღეს ვხედავთ, რომ მშვიდობის პროექტი გამალებული შეიარაღების, დაპირისპირების სივრცედ აქცია ზოგიერთმა ბიუროკრატმა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი: სუს-ის გამოძიების დაწყება არის აბსოლუტურად ადექვატური და რელევანტური - ადამიანი იქნება თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 3 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 3 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

იმედი

შალვა პაპუაშვილი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნაზე: თუკი სახელმწიფოს უნდა, რომ ჰქონდეს სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარებაა, ამ სექტორებში უნდა მოახდინოს ინვესტირება

შალვა პაპუაშვილი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნაზე: თუკი სახელმწიფოს უნდა, რომ ჰქონდეს სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარებაა, ამ სექტორებში უნდა მოახდინოს ინვესტირება

იმედი

გიორგი სოსიაშვილი: სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან

გიორგი სოსიაშვილი: სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან

იმედი