
შალვა პაპუაშვილი: ღმერთმა ხელი მოუმართოთ იმ დიპლომატებს, ვისაც კიდევ იმედი დარჩათ, რომ ანტიქართული ძალებისგან რაიმე შეიძლება გამოაცხონ
ღმერთმა ხელი მოუმართოთ იმ დიპლომატებს, ვისაც კიდევ იმედი დარჩათ, რომ ანტიქართული ძალებისგან რაიმე შეიძლება გამოაცხონ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ „ლელო“ ხვდება დიპლომატებს და რატომ უნდა იბარებდნენ ოპოზიციისგან ანგარიშს დიპლომატები.
„ღმერთმა ხელი მოუმართოთ იმ დიპლომატებს, ვისაც კიდევ იმედი დარჩათ, რომ ანტიქართული ძალებისგან რაიმე შეიძლება გამოაცხონ. ყველა გეგმა, რომელიც ჰქონდა სხვადასხვა საელჩოს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩაიშალა მარტივი რამის გამო. ისინი უდგებიან გვერდში მათ, ვინც ერთგულებას უცხადებს უცხოელებს და არა - ქართველებს. ამას არანაირი შედეგი არ ექნება. რაც შეეხება „ლელოს“, ესაა რადიკალური პარტია, რომელმაც უარი თქვა დემოკრატიულ მანდატზე და შესაბამისად არის ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური ძალა.
იცით, რომ მიმართული გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და ველით განხილვებს. ეს ძალა და მამუკა ხაზარაძე ცდილობდა საქართველოს ბიუჯეტიდან მილიარდ ნახევარი ამოეღო და ჯიბეში ჩაედო თაღლითური სარჩელებით. დამარცხდნენ საქართველოშიც და საზღვარგარეთ. ეს ძალა როდესაც არის მხარდაჭერილი სხვადასხვა ჯგუფის მიერ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყველაფერს აეხდება ფარდა. ღირებულებებზე საუბარი არის აბსოლუტური ფარსი ზოგიერთი ევროპელის მხრიდან, ვინაიდან ისინი ჩაფლულნი არიან თაღლითებთან ანტიქართული განწყობების მქონე ძალებთან თანამშრომლობაში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge