მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: იმ პირობებში, როდესაც ჩვენ უკრაინელი ლტოლვილები გავათანაბრეთ ქართველ დევნილებთან, ამის საპასუხოდ როდესაც უკრაინის მთავრობა საქართველოს თავს ესხმოდა, ეს იყო გასაკვირი და მიუღებელი
შალვა პაპუაშვილი: იმ პირობებში, როდესაც ჩვენ უკრაინელი ლტოლვილები გავათანაბრეთ ქართველ დევნილებთან, ამის საპასუხოდ როდესაც უკრაინის მთავრობა საქართველოს თავს ესხმოდა, ეს იყო გასაკვირი და მიუღებელი

შალვა პაპუაშვილი: იმ პირობებში, როდესაც ჩვენ უკრაინელი ლტოლვილები გავათანაბრეთ ქართველ დევნილებთან, ამის საპასუხოდ როდესაც უკრაინის მთავრობა საქართველოს თავს ესხმოდა, ეს იყო გასაკვირი და მიუღებელი

იმედი|imedinews.ge

ვფიქრობ, ინიციატივა, რომელიც გამოიჩინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ გასაუბრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აჩვენებს ერთ რამეს, რომ ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც თავშივე არის უსამართლო, განწირულია მარცხისთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველო - უკრაინის ურთიერთობებზე საუბრისას.

მისივე თქმით, თავად პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ახალა კი მას მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი.

„ვფიქრობ, რომ ეს თავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მცდარი იყო უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ და იმედი მიჩნდება, რომ ეს არის ნიშანი გადააზრებისა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას შედეგი არ მოაქვს. ფსონის დადება იმ ძალებზე, რომელიც ქართველი ხალხის ღალატით არიან ნაკვები, კარგ შედეგს არ მოუტანს.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ყველა იმ ქვეყანასთან თუ ხელისუფლებასთან მიმართებით, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მიმართ სხვადასხვა სახის უსამართლო პოლიტიკით არის დაკავებული, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის ფორმატში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამ ურთიერთობებში ვართ მართლები. ვინც არასწორი ნაბიჯი გადადგა საქართველოსთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში იმედია, რომ ყველა გააცნობიერებს საკუთარი ნაბიჯის მცდარობას. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ გადავიაზროთ ეს ურთიერთობები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 4 წელზე მეტია უკრაინის ხელისუფლება აწარმოებს პოლიტიკას, რომელიც არა თუ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, უკრაინელი ხალხის ინტერესსაც არ ემსახურება.

„4 წელზე მეტია უკრაინის ხელისუფლებისგან სამწუხაროდ, ვხედავთ პოლიტიკას, რომელიც არა თუ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, უკრაინელი ხალხის ინტერესსაც არ ემსახურება. 4 წელია ვხედავთ, რომ ეს ურთიერთობა სწორედ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით არის იმ წერტილზე მისული, სადაც არის. ჩვენ ამ ურთიერთობაში ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და უკრაინას. არ არსებობს რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ.

იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ათობით ათასი ლტოლვილი მივიღეთ, ასობით უკრაინელი ბავშვისთვის ერთადერთმა ქვეყანამ გავხსენით უკრაინულენოვანი კლასები სკოლებში და უკრაინელი ლტოლვილები გავათანაბრეთ ქართველ დევნილებთან. ამის საპასუხოდ როდესაც უკრაინის მთავრობა საქართველოს რიტორიკულად თუ სხვა მხრივ თავს ესხმოდა, ეს იყო გასაკვირი და მიუღებელი. თუკი ვინმეს აქვს ნაბიჯი გადასადგმელი და გამოსასწორებელი, ეს არის უკრაინის ხელისუფლება. მე იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან არის შედეგი გადააზრებისა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მიმართ იყო, იყო მცდარი“, - განამარტა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება