მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ის, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციას ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ დავამტკიცეთ სასამართლო წესით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში
შალვა პაპუაშვილი: ის, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციას ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ დავამტკიცეთ სასამართლო წესით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში

შალვა პაპუაშვილი: ის, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციას ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ დავამტკიცეთ სასამართლო წესით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში

იმედი|imedinews.ge

ის, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციას, ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ დავამტკიცეთ სასამართლო წესით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო ძალით დაამტკიცა, რომ რუსეთმა 2008 წელს ჩაიდინა ომის დანაშაულები.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს დღეს აღიარებულია სასამართლო წესით, არა პოლიტიკური განცხადებებით და ღლაბუცით, რითაც დაკავებული იყო 2008 წელს სააკაშვილი და მისი მარიონეტული რეჟიმი. ჩვენ სასამართლოს ძალით დავამტკიცეთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ჩვენ სასამართლოს ძალით დავამტკიცეთ, რომ 2008 წელს რუსეთმა ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები. საერთოდ როგორ ბედავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსახური პროპაგანდისტული იარაღი, „ქართულ ოცნებას“ უსვამთ კითხვას ამასთან დაკავშირებით? თქვენი დაშავებული გინდათ „ქართულ ოცნებასა“ და „ქართველ ხალხს“ გადააბრალოთ?“, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციურ მედიას.

მისივე თქმით, აგვისტოში სააკაშვილმა წააგო არა მხოლოდ ომი, წააგო საინფორმაციო ომიც.

„მაშინ საქართველოს დაეკისრა სანქციები, თუ არ გახსოვთ ამასაც შეგახსენებთ. მაშინ ევროპამ სანქციები დაუწესა არა რუსეთს, არამედ საქართველოს. თქვენ იცით ეს თუ არ იცით? ნაცვლად იმისა დაფიქრდეთ, რომ ემსახურებით კრიმინალურ რეჟიმს, რომელმაც მაშინ საქართველო ამ ომში შეიყვანა და ამით ფაქტობრივად განგრძობით ღალატში ხართ ჩართული, დგახართ და მოიფიქრებთ რაღაც კითხვებს, რომლითაც გაამართლებთ თქვენი რეჟიმის მოღალატეობრივ ხასიათს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციური მედიის კითხვების პასუხად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 284 სტატია.

  • სენატმა მხარი დაუჭირა გრემის მიერ მომზადებულ რუსეთის სასანქციო კანონპროექტსBM.GE
  • აშშ-ის სენატმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტი მიიღოფორმულა
  • აშშ კვლავაც გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობასნეტგაზეთი
  • Bloomberg: გასულ თვეს ბელგია გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის მიმართულებით მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული გახდარუსთავი 2
რუსეთის →ოცნების →

მსგავსი სტატიები

პარლამენტის თავმჯდომარე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ

პარლამენტის თავმჯდომარე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ

იმედი

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან იკრიბებიან

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან იკრიბებიან

იმედი

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

იმედი

თეა ახვლედიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო

თეა ახვლედიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო

იმედი