მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ხვალ ევროკავშირის შეკრებაზე თუ ვნახავთ იმ ხალხს, ვინც ძალადობას აანონსებს, ეს იქნება პასუხი ჩვენ კითხვაზე, თუ ვინ დგას მორიგი არეულობის მცდელობის უკან
შალვა პაპუაშვილი: ხვალ ევროკავშირის შეკრებაზე თუ ვნახავთ იმ ხალხს, ვინც ძალადობას აანონსებს, ეს იქნება პასუხი ჩვენ კითხვაზე, თუ ვინ დგას მორიგი არეულობის მცდელობის უკან

შალვა პაპუაშვილი: ხვალ ევროკავშირის შეკრებაზე თუ ვნახავთ იმ ხალხს, ვინც ძალადობას აანონსებს, ეს იქნება პასუხი ჩვენ კითხვაზე, თუ ვინ დგას მორიგი არეულობის მცდელობის უკან

იმედი|imedinews.ge

მე ერთადერთი ვისი აზრიც მაინტერესებს, ეს არის რამდენიმე ელჩის აზრი, - რას ფიქრობენ, ხელს ართმევენ თუ არა მათ, ვინც ცდილობს 26 მაისს კიდევ ერთხელ ძალადობა დააანონსოს. ამას მალე ვიხილავთ. ხვალ ევროკავშირის შეკრებაზე თუ ვნახავთ იმ ხალხს, ვინც ძალადობას აანონსებს, ეს იქნება პასუხი ჩვენ კითხვაზე, თუ ვინ დგას მორიგი არეულობის მცდელობის უკან, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა

„ამავე დროს კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკოსებსაც ვერ ვუწოდებ, ვინაიდან გარედან დაკვეთის შემსრულებლები არიან, როდესაც ხალხთან მიდიან, 5-7 კაცი იკრიბება, მაგრამ ელჩებთან მიდიან ჯგროდ - ეს არის მათი დამოკიდებულება, ეახლონ ელჩს, სხვადასხვა დედაქალაქს და იქ დაგეგმონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებები. ეს არის საქართველოს სამწუხარო თანამდევი ისტორია. ასე იყო წარსულშიც, როდესაც სხვადასხვა დედაქალაქში მიდიოდნენ, იმისთვის რომ იქიდან ჯარი შეეგროვებინათ საქართველოს წინააღმდეგ; ასე იყო საბჭოთა კავშირის დროსაც, როდესაც მოსკოვში მიდიოდნენ იმისთვის, რომ თბილისში კონკურენტი მოეცილებინათ. ასე ხდება ახლაც, მოსკოვი ჩაანაცვლეს ბრიუსელით და მიდიან ბრიუსელში, რომ კონკურენტები ჩამოიცილონ. ისტორიაში მოღალატეს ყოველთვის მიეზღვა, ასე აქვს მიზღული ამ დაჯგუფებასაც ქართველი ხალხის მხრიდან“, - აღნიშნა მან.

პაპუაშვილმა უპასუხა ნიკა გვარამიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვას, რომელიც ოპოზიციისგან კონკრეტული დღის წესრიგის განსაზღვრას ითხოვს.

„ნუ შეეცდებით, რომ რაიმე ლოგიკა ნახოთ ამ გამონათქვამებში, ეს არის ჩვეულებრივი აგონია, რაშიც ჩავარდნილია რადიკალური ოპოზიცია, აგონიის მიზეზი კი არის ის, რომ გარედან მიღებული ვერცერთი დავალება - ქვეყნის არევა, გადატრიალება, სისხლის ღვრა ვერ შეასრულეს. ახლა აქვთ მკაცრი გაფრთხილება ქვეყნის გარედან, რომ რაღაც გააკეთონ. ქართველმა ხალხმა ბევრჯერ გასცა პასუხი უკვე რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 192 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება