
შალვა პაპუაშვილი: ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, ხელისუფლების არჩევანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებები დემოკრატიული პროცესების შედეგად ყალიბდება
ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, ხელისუფლების არჩევანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებები დემოკრატიული პროცესების შედეგად ყალიბდება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტია ,,ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პაპუაშვილი გიგი წერეთლის, გიგა ბოკერიასა და ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ განცხადებებით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, როდესაც მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს.
„ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვნად და მიზანმიმართულად გახშირდა რადიკალური, ანტიქართული პოლიტიკური ძალების მხრიდან განცხადებები, რომლებიც ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს ეხება და სხვა სახელმწიფოების სასარგებლოდ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება.
საზოგადოებამ მორიგი ასეთი განცხადება გუშინ, რადიკალური ოპოზიციური ალიანსისგან მოისმინა. ჩვენ ვნახეთ, როგორ საუბრობდნენ გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია და ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების გაზრდილ ინტერესზე ჩვენს რეგიონში და როგორ ცდილობდნენ მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, თითქოს საქართველოს ამოცანა უნდა იყოს არა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების მომსახურება.
ამით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, როდესაც მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, ხელისუფლების არჩევანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებები დემოკრატიული პროცესების შედეგად ყალიბდება.

