მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა იყოს ქრისტიანული სარწმუნოების და ღირებულებების სადარაჯოზე.

„ვულოცავ ზუგდიდს, სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დღესასწაულს - ვლაქერნობას. საქართველო გამორჩეული ქვეყანაა იმით, რომ ჩვენ გვერგო უდიდესი პატივი, ვიყოთ უფლის და ღვთისმშობლის კვართის მცველი ერი. ეს დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვიყოთ ქრისტიანული სარწმუნოების და ღირებულებების სადარაჯოზე.

ჩვენი უპირველესი მოვალეობაა იმ ღირებულების გაფრთხილება და სადარაჯოზე ყოფნა, რაც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების მანძილზე გადმოგვცეს. ღირებულებები, რაც ამ რწმენიდან არის წარმოშობილი და დღეს ევროპული ცივილიზაციის საფუძველია.

მოხარული ვარ, რომ დღეს პარლამენტის წევრებთან ერთად მქონდა შესაძლებლობა ზუგდიდის საკათედრო ტაძარში დავსწრებოდი სადღესასწაულო წირვას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. განწყობა, რომელიც ზუგდიდშია, რომელიც წირვის დროს იყო, მათ შორის უცხოელი სტუმრები, სასულიერო თუ საერო პირები ხაზს უსვამენ თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის აღნიშვნას.

წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული, რათა სრულად გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს ერს, როგორც უფლის კვართის და ღვთისმშობლის კვართის მცველ სახელმწიფოს გააჩნია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებული ლიტანიობა - ტრადიციული მსვლელობა დადიანების ისტორიული სასახლიდან დაიწყო, საიდანაც ღვთისმშობლის კვართი გამოაბრძანეს და ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.

პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერცი: ჩვენ არ ვერევით ამერიკულ არჩევნებში - შესაბამისად, მე არ მინდა, რომ ამერიკის მთავრობა ან მთავრობასთან დაკავშირებული ინსტიტუტები გერმანიის არჩევნებში ჩაერიონ

მერცი: ჩვენ არ ვერევით ამერიკულ არჩევნებში - შესაბამისად, მე არ მინდა, რომ ამერიკის მთავრობა ან მთავრობასთან დაკავშირებული ინსტიტუტები გერმანიის არჩევნებში ჩაერიონ

იმედი

ნანა კაკაბაძე: კატასტროფაა, როცა პოლიტიკოსებად,  ჟურნალისტებად და ადვოკატებად წოდებული ადამიანები ღირებულებების დაცვას ადარებენ ხელისუფლების დამხობას და მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავენ - მათი რიტორიკით, რაც არ უნდა ანტისახელმწიფოებრივი იყოს მათი ქმედება, ის უნდა შეიფუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის ლამაზი ლოზუნგებით

ილონ მასკი: მარინ ლე პენი საფრანგეთის უკანასკნელი იმედია

ილონ მასკი: მარინ ლე პენი საფრანგეთის უკანასკნელი იმედია

იმედი

პროკურატურამ გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც დედა-შვილის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც დედა-შვილის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

იმედი