მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: ჩვენ ვიცით, რომ ის აქედან პირდაპირ გადის პენსიაზე, რაც კარგია იმ მხრივ, რომ ის ვეღარ დააზიანებს ვერცერთ სხვა ერს, როგორც ეს სამწუხაროდ, ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში შეძლო
შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: ჩვენ ვიცით, რომ ის აქედან პირდაპირ გადის პენსიაზე, რაც კარგია იმ მხრივ, რომ ის ვეღარ დააზიანებს ვერცერთ სხვა ერს, როგორც ეს სამწუხაროდ, ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში შეძლო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება პეტერ ფიშერის განცხადებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

პაპუაშვილის თქმით, პირობა, რომლის მიხედვითაც ფიშერი საქართველოში ელჩის სტატუსით დაბრუნდა, რომ ასეთი თავდასხმები ელჩის მხრიდან აღარ იქნებოდა, დარღვეულია როგორც ელჩის, ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან.

„მე უკვე არანაირი ხალისი არ მაქვს ამ ადამიანის მტრულ თავდასხმებზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. თუ საჭიროდ ჩათვლის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შეუძლიათ დაიბარონ და შესაბამისი გასაუბრება ჰქონდეთ. მაგრამ ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ის მისმა სამინისტრომ გაიწვია კონსულტაციებზე ბერლინში, ის დაბრუნდა საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმ შეთანხმებითა და პირობით, რომ ასეთ თავდასხმებს არ ექნებოდა ადგილი. ეს პირობა, სამწუხაროდ, დარღვეულია როგორც ელჩის მხრიდან, ასევე ვხედავთ, რომ გერმანიის საგარეო სამინისტროს მხრიდანაც. როგორც ჩანს ამ პირობას ვერ იცავენ. მე იმედი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნება სათანადო რეაგირება, როდესაც საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ასეთი მტრული თავდასხმებით გამოირჩევა სახელმწიფოსა და მისი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. რაც შეეხება ბატონ პეტერს, რამდენიმე კვირაში ის დატოვებს საქართველოს. ჩვენ ვიცით, რომ ის აქედან პირდაპირ გადის პენსიაზე, რაც კარგია იმ მხრივ, რომ ის ვეღარ დააზიანებს ვერცერთ სხვა ერს, როგორც ეს სამწუხაროდ, ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში შეძლო“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი