მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: პრემიერის შეხვედრა დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან ადასტურებს, რომ როგორც პრემიერი, ისე მთლიანად სახელმწიფო ამ საკითხით დაინტერესებულია და არავინ არავის ჯინში არ უდგას
შალვა პაპუაშვილი: პრემიერის შეხვედრა დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან ადასტურებს, რომ როგორც პრემიერი, ისე მთლიანად სახელმწიფო ამ საკითხით დაინტერესებულია და არავინ არავის ჯინში არ უდგას

შალვა პაპუაშვილი: პრემიერის შეხვედრა დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან ადასტურებს, რომ როგორც პრემიერი, ისე მთლიანად სახელმწიფო ამ საკითხით დაინტერესებულია და არავინ არავის ჯინში არ უდგას

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრისა და დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ როგორც პრემიერი, ასევე, სახელმწიფო დაინტერესებულია ამ საკითხით და არავინ არავის ჯინში არ უდგას.

პაპუაშვილის თქმით, მთავარია მიღებული იყოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის, საქართველოსთვის, სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის სასარგებლო იქნება.

„ჩვენი მიდგომა კვლავ იგივეა. საქართველოს სახელმწიფოს ჯანდაცვის მიმართულება სწორედ „ქართულმა ოცნებამ" აიყვანა უფასო ჯანდაცვის სტანდარტზე. როდესაც მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს თავისი სამედიცინო საჭიროებები სახელმწიფოს ხარჯით და დაფინანსებით დაიკმაყოფილოს. მეორე მხრივ, იშვიათ დაავადებებზე საქართველოს სახელმწიფოს აქვს სპეციალური პროგრამა. 25 სახის იშვიათი დაავადების დაფინანსება ხდება. მიდგომა კვლავ ისეთია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. სადაც არის რეალური, ხელშესახები შედეგები სახელმწიფო მზად არის განიხილოს და მიიღოს ეს გადაწყვეტილებები. ამაზე იყო მთელი ეს პერიოდი მსჯელობა და ჯანდაცვის სამინისტრო სწორედ ამ საკითხითაა დაკავებული, რომ შეხედოს ხომ არ არის მცდელობა, რომ გარკვეული პრეპარატების შესაძლებლობები გააბუქონ . არაერთი მაგალითი იყო ამის მოყვანილი და სწორედ ამის გამო პროფესიონალებზე და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების დასკვნების საფუძველზე მიიღებს სახელმწიფო გადაწყვეტილებას ამ თუ სხვა საკითხზე. პრემიერის შეხვედრაც ადასტურებს, რომ როგორც პრემიერი, ისე მთლიანად სახელმწიფო ამ საკითხით დაინტერესებულია და არავინ არავის ჯინში არ უდგას. მთავარი არის ერთი რამე, რომ მათი შვილებისთვის, ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის იყოს მიღებული ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლოა",- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე დღეს დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი

გლდანის რაიონის გამგეობა ბრონშტეინის ქუჩის ნაწილზე კაპიტალურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებს

გლდანის რაიონის გამგეობა ბრონშტეინის ქუჩის ნაწილზე კაპიტალურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებს

იმედი

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები