მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ქართველი ჯარისკაცები თავდადებით იბრძოდნენ. მარცხი მათი არ ყოფილა. ეს იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მარცხი - ხელისუფლების, რომელმაც ქვეყანა ომში შეიყვანა, ვერ მართა ომი და ვერც მისი დასრულებისას დაიცვა ქვეყნის ინტერესები
შალვა პაპუაშვილი: ქართველი ჯარისკაცები თავდადებით იბრძოდნენ. მარცხი მათი არ ყოფილა. ეს იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მარცხი - ხელისუფლების, რომელმაც ქვეყანა ომში შეიყვანა, ვერ მართა ომი და ვერც მისი დასრულებისას დაიცვა ქვეყნის ინტერესები

შალვა პაპუაშვილი: ქართველი ჯარისკაცები თავდადებით იბრძოდნენ. მარცხი მათი არ ყოფილა. ეს იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მარცხი - ხელისუფლების, რომელმაც ქვეყანა ომში შეიყვანა, ვერ მართა ომი და ვერც მისი დასრულებისას დაიცვა ქვეყნის ინტერესები

იმედი|imedinews.ge

ქართველი ჯარისკაცები თავდადებით იბრძოდნენ. მარცხი მათი არ ყოფილა. ეს იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მარცხი - ხელისუფლების, რომელმაც ქვეყანა ომში შეიყვანა, ვერ მართა ომი და ვერც მისი დასრულებისას დაიცვა ქვეყნის ინტერესები, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მისივე თქმით, ამ ისტორიის კიდევ ერთი მძიმე მხარე საერთაშორისო რეაქცია იყო.

„12 აგვისტოს შეთანხმებას შუამავლად და გარანტორად ევროკავშირი ედგა. ექვს პუნქტში საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანი იყო მეხუთე პუნქტი: რუსეთის სამხედრო ძალები საწყის პოზიციებზე უნდა დაბრუნებულიყვნენ მაგრამ რა მოხდა შემდეგ?

რუსეთზე რეალური ზეწოლა განხორციელდა? სანქციები დაწესდა? ვაჭრობა შეჩერდა? პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები შეიზღუდა?

პირიქით, დასავლეთსა და რუსეთს შორის მალე დაიწყო ურთიერთობების „გადატვირთვა“. გაგრძელდა მასშტაბური ეკონომიკური თანამშრომლობა. აშენდა "ნორდ სტრიმის" მილსადენები. 2010 წლის 9 მაისს კი წითელ მოედანზე რუს და ევროპელ სამხედროებს ერთ აღლუმზე ვხედავდით.

საქართველომ კი სხვა რეალობა მიიღო: შეიარაღების შეძენაზე დაწესებული ემბარგო, ომის პასუხისმგებლობაზე მძიმე საერთაშორისო შეფასებები, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის იძულება და გასასტიკებული რეჟიმის ყველაზე შავბნელი წლები.

რა იყო ეს, თუ არა საქართველოს დასჯა და რუსეთთან ურთიერთობების ძველ კალაპოტში სწრაფი დაბრუნება?

მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად სამ დღეში კაპიტულაციისაა, მიტოვებული ჯარისკაცებისა, ჰალსტუხისა და გორის სამარცხვინო კადრებისა, რუსთაველზე ზეიმისა მაშინ, როდესაც ჩვენი პატრიარქი საკუთარი ფეხით მიდიოდა ომის ზონაში დაღუპული ჯარისკაცების გამოსაყვანად და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად, ყველაფრის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცმა საქართველოს ღირსება არ დათმო.

არ არსებობს ბრძოლა საქართველოსთვის გმირების გარეშე, თავდადების გარეშე, თავგანწირვის გარეშე.

ჩვენ ამ ომმა მოგვცა შინდისის გმირები, გელა ჭედია, ძმები რომელაშვილები, გიორგი ანწუხელიძე… ათობით და ასობით გმირი. მათ შეინახეს საქართველოს ღირსება, საკუთარი სისხლით დაიცვეს დიდგორის სახელი და დაგვიტოვეს რწმენა, რომ არასოდეს შევეგუებით მარცხს, ღალატს და უსამართლობას.

ამიტომ 12 აგვისტოს ორი სრულიად განსხვავებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

ერთი მხრივ, ეს არის დიდგორის გამარჯვების დღე - გონივრული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის, სწორი სამხედრო სტრატეგიის, გმირული თავდადებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო.

მეორე მხრივ კი, ეს არის 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე - პოლიტიკური უგუნურების, სამხედრო მარცხისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის სიმბოლო.

დავით აღმაშენებელმა დიდგორის გამარჯვებით საქართველო გააერთიანა.

სააკაშვილმა დიდგორობის დღეს ომი წააგო და ქვეყანას გაფართოებული ოკუპაცია დაუტოვა.

ეს არის ისტორიული რეალობა, რომელსაც ვერც პროპაგანდა შეცვლის და ვერც წაგებული ომის გამარჯვებად გამოცხადება. ისტორია ულმობელია. რჩება დოკუმენტები, რჩება შედეგები და რჩება ხალხის მეხსიერება.

დიდება საქართველოსთვის დაცემულ გმირებს!

დიდება ყველას, ვისთვისაც ძვირფასია დიდგორის წმინდა სახელი!“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ყოფილი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • უნგრეთის პრეზიდენტად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ანდრაშ ბაკა აირჩიესფორმულა
  • გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად შემოსავლების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი დაინიშნაBM.GE
  • "ბარამიძის განცხადება შემთხვევითი წამოცდენა არ ყოფილა" - გურამ მაჭარაშვილირუსთავი 2
  • რუსეთში დრონის მწარმოებელი ფირმის ახლანდელი და ყოფილი დირექტორები დააკავესტვ პირველი
ყოფილი →

მსგავსი სტატიები

შემოსავლების სამსახურში - მიკრო ბიზნესის, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

შემოსავლების სამსახურში - მიკრო ბიზნესის, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

იმედი

ტოკიოში ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა გაიმართა

ტოკიოში ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა გაიმართა

იმედი

POLITICO: ტრამპმა დაადასტურა, რომ ივლისში თურქეთიდან სხვა თვითმფრინავით ფარულად გაფრინდა

POLITICO: ტრამპმა დაადასტურა, რომ ივლისში თურქეთიდან სხვა თვითმფრინავით ფარულად გაფრინდა

იმედი

კოლუმბიაში მომხდარმა მიწისძვრამ ქვეყნიდან ყავის ექსპორტი თითქმის სრულად შეაჩერა

კოლუმბიაში მომხდარმა მიწისძვრამ ქვეყნიდან ყავის ექსპორტი თითქმის სრულად შეაჩერა

იმედი