მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: რა თქმა უნდა, როდესაც ბრიუსელი გეუბნება, რომ დაუწესე სანქციები რუსეთს, ეს არის საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ შევეწინააღმდეგეთ და ამის გამო გვსჯიან
შალვა პაპუაშვილი: რა თქმა უნდა, როდესაც ბრიუსელი გეუბნება, რომ დაუწესე სანქციები რუსეთს, ეს არის საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ შევეწინააღმდეგეთ და ამის გამო გვსჯიან

იმედი|imedinews.ge

„მგონი ვთანხმდებით იმაზე, რომ სომხეთი სხვა სახელმწიფოა, საქართველო სხვა სახელმწიფოა. ძალიან ცდებით თუ გგონიათ, რომ თითქმის ერთნაირი გამოწვევები გვაქვს“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, „რას ნიშნავს, როდესაც რეგიონის ორი ქვეყანა მშვიდობას და სუვერენიტეტს სხვადასხვა მიმართულებით ხედავს. თქვენ ვერ ხედავთ მშვიდობას, სუვერენიტეტს ევროკავშირის მხრიდან და ფაშინიანმა, სომეხმა ხალხმა სწორედ ამას მისცა ხმა“.

პაპუაშვილის თქმით, ორი სხვადასხვა სახელმწიფოა, სხვადასხვა წინა ისტორიით, სხვადასხვა გამოწვევით და ერთიანი ხედვით, რაც შეეხება მშვიდობას რეგიონში.

„ჩვენ მშვიდობას ვხედავთ საქართველოში და როდესაც ვხედავთ ჩვენ, რომ არის რისკი საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების, ამაზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, როდესაც ბრიუსელი გეუბნება, რომ დაუწესე სანქციები რუსეთს, ეს არის საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ შევეწინააღმდეგეთ და ამის გამო გვსჯიან.

მათ შორის, ამ ვიზალიბერალიზაციაზე დააკვირდით რა საკითხებს ითხოვენ. ითხოვენ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკაზე სრულად მიერთებას. ანუ, ოთხი წელია ამისთვის ვწვალობთ და ამისთვის ვცდილობთ გავაგებინოთ სამყაროს, რომ საქართველოსთან ისეთი დამოკიდებულება, როგორც ნატო-ს წევრ ქვეყანასთან, შეუძლებელია? თვითონ არიან მშვიდად, შეფრინდება ერთი ჩიტი რუსეთიდან და ნატო-ს მთელი ძალები ვხედავთ რომ აქტიურდებიან. საქართველო არ არის ასეთი ქვეყანა. აი, ახლა კონკრეტულად ამას ითხოვს ბრიუსელი, რომ შევუერთდეთ სასანქციო პოლიტიკას.

ორმაგი სტანდარტით და ფარისევლად რომ მოქმედებს ბრიუსელი, ახლა გაიგეთ?

კიდევ ერთხელ, რაში გვაკრიტიკებენ. იმაში, რომ ჩვენ არ მივუერთდით ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას რუსეთის წინააღმდეგ. მეორე, აკრიტიკებენ ჩვენს სავიზო პოლიტიკას, რომ გვაქვს უვიზო მიმოსვლა რუსეთთან. კარგი, რუსეთი გადავდოთ გვერდით, ჩინეთთან. ეს არ მოსწონს ევროკავშირს, რომ ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ ჩამოსვლა საქართველოში და სხვა ზოგიერთ ქვეყანასთან. ანუ, რა ვქნათ ახლა ჩვენ? სავიზო რეჟიმი შემოვიღოთ ჩინეთთან? ხელი არ შევუწყოთ ჩინეთიდან ტურისტების, ბიზნესის ჩამოსვლას და ამ აქტიურობებს იმის გამო, რომ ბრიუსელს აქვს სხვა წარმოდგენები? მესამე, ბრიუსელი ითხოვს რომ გვქონდეს კვლავაც, როგორც წარსულში, შესაძლებლობა, რათა საქართველოში გაუმჭვირვალედ დახარჯოს ფული პოლიტიკაში.

რა შუაშია ახლა გამაგებინეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან ამ ყველაფერთან. რა კავშირშია იმასთან, რომ ჩვენ ვამბობთ დიახ, ბრიუსელი თუ ხარჯავს საქართველოში ფულს, ქართველ ხალხს უნდა გააგებინოს, თუ რაში ხარჯავს ამ ფულს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, სინამდვილეში ყველა ეს პრეტენზია, რაც არსებობს საქართველოს უვიზო პოლიტიკასთან, საქართველოს სასანქციო პოლიტიკასთან, საქართველოს საკანონმდებლო პოლიტიკასთან, ყველა ეს არის შიდასახელმწიფოებრივი, ანუ სუვერენიტეტის საკითხი. ვიზალიბერალიზაცია, როგორც მარწყვი ისე არის წარმოდგენილი და გვთავაზობენ ჩვენ, რომ მარწყვზე გავცალოთ სუვერენიტეტი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 239 სტატია.

  • რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?BM.GE
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →სანქციების →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი