მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: როდესაც ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე და თავს აყენებინებ როგორც იარაღს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს არის ქვეყნის ღალატი და ამას სჭირდება მხილება
შალვა პაპუაშვილი: როდესაც ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე და თავს აყენებინებ როგორც იარაღს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს არის ქვეყნის ღალატი და ამას სჭირდება მხილება

შალვა პაპუაშვილი: როდესაც ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე და თავს აყენებინებ როგორც იარაღს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს არის ქვეყნის ღალატი და ამას სჭირდება მხილება

იმედი|imedinews.ge

გარე ძალებს ემოციური ბმა საქართველოსთან არ აქვთ, ამიტომ საქართველო თუ რამეში დაზიანდება და ეს იქნება სასარგებლო სხვა ქვეყნისთვის, ძალისთვის თუ რომელიმე ჯგუფისთვის, ამის მიმართ რაიმე მგრძნობელობა არ აქვთ. როდესაც ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე და თავს აყენებინებ როგორც იარაღს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ოღონდ სხვათა პოლიტიკური, გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები განხორციელდეს, ეს არის ქვეყნის ღალატი და ამას სჭირდება მხილება, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღეს „ფაქტობრივად შეშლილია სამყარო“, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ჩამოშლილია და მოქმედებს ძალის პრინციპი.

„ყველა უყურებს საკუთარ ინტერესებს. არაფრად დაგიდებს სხვის, განსაკუთრებით პატარა ერების ინტერესებს, რომლებიც აქლემების ბრძოლაში კოზაკივით იჭყლიტებიან ხოლმე. ამიტომაც, უნდა ვიყოთ ფრთხილად. ის მიდგომა, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს, რომ ოღონდ ვინმემ გაუღიმოს გარედან, წითელი ხალიჩა დაუგოს, ტაში დაუკრას, ჩაიხუტოს, ფული მისცეს და მზად არიან საქართველოს ინტერესები ლანგრით მიართვან, არის ქვეყნის ინტერესების ღალატი. ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვანაირია. ის ეფუძნება ჭეშმარიტ პარტნიორობას, რომელიც გულისხმობს, რომ ორ ქვეყანას შორის არის არა დაქვემდებარება, ერთი მეორეს პოლიტიკურ თუ სხვა სახის ინტერესებს კი არ ემსახურება, არამედ ორივე ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესების თანხვედრაში მოყვანას ცდილობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი