მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ვუყურებ რა მათ განწყობებს, სავარაუდოდ, დღესაც იქნება ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ანტისამთავრობო მიტინგი, რაშიც მონაწილეობის სურვილი, რა თქმა უნდა არ გვაქვს
შალვა პაპუაშვილი: ვუყურებ რა მათ განწყობებს, სავარაუდოდ, დღესაც იქნება ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ანტისამთავრობო მიტინგი, რაშიც მონაწილეობის სურვილი, რა თქმა უნდა არ გვაქვს

შალვა პაპუაშვილი: ვუყურებ რა მათ განწყობებს, სავარაუდოდ, დღესაც იქნება ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ანტისამთავრობო მიტინგი, რაშიც მონაწილეობის სურვილი, რა თქმა უნდა არ გვაქვს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის თბილისში ევროკავშირის საელჩოს მიერ ევროპის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას არ აპირებს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირის საელჩომ ანალოგიური ღონისძიება შარშანაც ჩაატარა, თუმცა არცერთი სიტყვა არ უთქვამს ქართველების მსხვერპლზე, რომელიც მათ მეორე მსოფლიო ომის დროს გაიღეს.

„ჩვენ შარშან ვიხილეთ, რომ ევროკავშირის საელჩომ 9 მაისს ანტისამთავრობო მიტინგი ჩაატარა, როდესაც ევროკავშირის ელჩს ერთი სიტყვა არ დასცდენია მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 300 ათასი ქართველის შესახებ. რომ არა ეს მსხვერპლი, რომელიც გაიღო საქართველომ და ქართველმა ხალხმა მეორე მსოფლიო ომში, არანაირი ევროკავშირი, ევროპის დღე არ იქნებოდა და არც არაფერი ექნებოდათ საზეიმო. ასე რომ, ვუყურებ რა მათ განწყობებს, სავარაუდოდ დღესაც იქნება ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ანტისამთავრობო მიტინგი, რაშიც მონაწილეობის სურვილი, რა თქმა უნდა არ გვაქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, მას აინტერესებს, მივლენ თუ არა ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ის ადამიანები, რომლებიც 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმში პირდაპირ, თუ ირიბად იღებდნენ მონაწილეობას.

„მე ერთი რამე მაინტერესებს: ვიხილავთ, თუ არა ამ თავყრილობაზე 4 ოქტომბრის მონაწილეებს, ხელისუფლების დამხობის თანაორგანიზატორებს პოლიტიკური თვალსაზრისით. გამოჩნდება, თუა რა ის ხალხიც, ვინც გვემუქრებოდა ნეპალით, ჩამოართმევენ თუ არა მათ ხელს ამ ღონისძიებაზე? მაინტერესებს, 26 მაისს რომ აქვთ დაანონსებული კიდევ ერთი 4 ოქტომბერი, ის ხალხი თუ იქნება ამ წვეულებაზე და შეკრებაზე და ჩამოართმევენ თუ არა მათ ხელს. ეს ბევრ რამეს აჩვენებს ხალხს, სინამდვილეში ვინ დგას საქართველოში სიძულვილის, ძალადობის, დაპირისპირებისა და რადიკალიზმის უკან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 184 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →მონაწილეობა →

მსგავსი სტატიები

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს