
შალვა პაპუაშვილი საქართველოს სუვერენულ რეიტინგზე: ეს აჩვენებს ორ რამეს. პირველი, საქართველოს ხელისუფლების მშვიდ, რაციონალურ და ძალიან სწორ ეკონომიკურ გეზს. მეორე, ეს გვაჩვენებს ქართველი ხალხის სიბრძნეს, რომ ამ პოლიტიკაში საქართველოს ხელისუფლებას მიჰყვება
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებას, რომლის თანახმადაც საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დარჩა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა, ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.
პაპუაშვილის თქმით, ეს ორ რამეს აჩვენებს.
„პირველი, საქართველოს ხელისუფლების მშვიდ, რაციონალურ და ძალიან სწორ ეკონომიკურ გეზს, რომელიც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ამგვარ რეიტინგებში საქართველოს ჰქონდეს სტაბილურად კარგი პოზიციები. მეორე, ეს გვაჩვენებს ქართველი ხალხის სიბრძნეს, რომ ამ პოლიტიკაში საქართველოს ხელისუფლებას მიჰყვება და მოახდინა იზოლაცია ამ აგენტურის, რომელიც დღეს აქტივიზმით არის დაკავებული, ომი სოცქსელში ომი ჰგონიათ და რუსეთს რუსთაველის გამზირზე ებრძვიან მათი წარმოდგენებით. დარჩენილია რამდენიმე ასეული ემოციურად დაზიანებული, სოცქსელში ერთმანეთზე გადაკიდებული ადამიანი, ხოლო საქართველოს მოსახლეობა თავის გზას აგრძელებს. ამ ხალხის იზოლაციის პირობებში თავის გზას აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ეკონომიკური წინსვლის, განვითარების, უსაფრთხოების და რაც მთავარია, მშვიდობიანი განვითარების გზაზე“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ფინანსთა სამინისტრო: საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა
იმედი
წყარო: imedinews.ge