მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ანა ბრნაბიჩს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ქ. ბელგრადში მიმდინარე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა პირველი კონფერენციის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის გამოცდილების მეტად გაზიარებისა და ურთიერთმხარდაჭერის საჭიროება.

„შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სერბეთს შორის მზარდ ურთიერთობებზე. ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ ნაყოფიერ საპრეზიდენტო ვიზიტებზე.

შალვა პაპუაშვილმა სერბულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს მხარდაჭერა.

მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, მათ შორის მეგობრობის ჯგუფებსა და დარგობრივ კომიტეტებს შორის.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ორი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე არსებული გამოწვევები. ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი უკვე რამდენიმე წელია ელოდება ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების პროცესში წინსვლას, რაც რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგობის გამო ფერხდება. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ავითარებს ეკონომიკას, ახორციელებს რეფორმებს და მტკიცედ იცავს სუვერენიტეტს.

შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის სერბეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, რომლის მიზანია პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AXIOS: ტრამპმა ირანზე დარტყმის გეგმა თურქეთში, ნატოს სამიტის დროს დაამტკიცა

AXIOS: ტრამპმა ირანზე დარტყმის გეგმა თურქეთში, ნატოს სამიტის დროს დაამტკიცა

იმედი

სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

იმედი

ჩინეთში აღმოაჩინეს უძველესი ფრინველი, რომელმაც კუდის ევოლუციაზე წარმოდგენა შეცვალა

ჩინეთში აღმოაჩინეს უძველესი ფრინველი, რომელმაც კუდის ევოლუციაზე წარმოდგენა შეცვალა

იმედი

ეკა სეფაშვილი: „ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს შესახებ,  გაჟღენთილია ყალბი ინფორმაციით. ეს თავისთავად მოწმობს, რომ საქართველოზე ზეწოლა კვლავ აქტიურად გრძელდება

ეკა სეფაშვილი: „ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს შესახებ, გაჟღენთილია ყალბი ინფორმაციით. ეს თავისთავად მოწმობს, რომ საქართველოზე ზეწოლა კვლავ აქტიურად გრძელდება

იმედი