მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთში ვიზიტზე: ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის პროცესში იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ
შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთში ვიზიტზე: ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის პროცესში იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ

შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთში ვიზიტზე: ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის პროცესში იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ

იმედი|imedinews.ge

გვაქვს შესაძლებლობა, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვეწვიოთ სლოვაკეთს, სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და კოლეგებთან მექნება შეხვედრა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხება ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობას, რომელიც უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს.

„საუბარი შეეხება ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობას, რომელიც გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს, როგორც საკომიტეტო დონეზე, ისე მეგობრობის ჯგუფებს შორის გაცვლით. ბოლო პერიოდში არის ინტენსიური ვიზიტები მაღალ დონეზე. საქართველოს პრეზიდენტიც იმყოფებოდა სლოვაკეთში ცოტა ხნის წინ.

ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის პროცესში იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ. მნიშვნელოვანი არის, რომ იმ პროპაგანდის და აგრესიული რიტორიკის ფონზე, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული ხელისუფლება ევროკავშირში საქართველოს წინააღმდეგ ეწევა, ჩვენმა მეგობრებმა შეძლონ საღი აზრის შეტანა სხვადასხვა განხილვაში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ სლოვაკეთის ხელისუფლებას აქვს სწორი დამოკიდებულება ქართველ ხალხთან და საქართველოსთან მიმართებაში.

„საბედნიეროდ,ჩვენ ვაკვირდებით, რომ სლოვაკეთის ხელისუფლებას აქვს საკმაოდ სწორი დამოკიდებულება ქართველ ხალხთან და საქართველოსთან მიმართებაში და ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ სლოვაკეთის პარლამენტთან გვქონდეს კომუნიკაცია იმაზე, რომ მათ სხვა კოლეგებთანაც მიიტანონ ის სწორი, საღი აზრი, რომელიც ასე სჭირდება დღეს თავად ევროკავშირს და ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს“, - განმარტა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • ლევან მახაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს პარტია საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესშირუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაBM.GE
  • მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენნეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

იმედი

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი