მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: უცხო ძალების რაობასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ
შალვა პაპუაშვილი: უცხო ძალების რაობასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ

შალვა პაპუაშვილი: უცხო ძალების რაობასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ

იმედი|imedinews.ge

უცხო ძალების რაობასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტია ,,ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის განცხადებებიდან ხშირად იკვეთება, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები მეორეხარისხოვანია იმ გარე ძალების პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ, რომელთა დაცვასაც ისინი ცდილობენ.

„კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან. ამ ძალების რაობასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ. დაუშვებელია, რომ ვინმემ, თუნდაც მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების სახელით, საქართველოს ინტერესების დაზიანება სცადოს.

სამწუხაროდ, სწორედ ამგვარ ქმედებებს ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელთა განცხადებებიდან ხშირად იკვეთება, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები მეორეხარისხოვანია იმ გარე ძალების პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ, რომელთა დაცვასაც ისინი ცდილობენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს აქტორები უკვე დაუფარავად მიანიშნებენ, რომ თითქოს საქართველო არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა სახელმწიფოების გეგმებს მოერგოს, თუნდაც საქართველოს და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.

„ცხადია, ამ პოლიტიკურ ძალებს კარგად მოეხსენებათ, რომ საქართველოსა და რუსეთის, საქართველოსა და ირანის კავშირებზე საუბარი არასერიოზულია. ამიტომ, გასაგები ხდება, რომ მათი მთავარი ამოცანა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანებაა იმ ძალების სასარგებლოდ, რომელთა პოლიტიკური დღის წესრიგის დაცვასაც მათი აქტივობები ემსახურება.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოვუწოდებ საზოგადოებას, კრიტიკულად შეაფასოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განწყობების შექმნას ემსახურება. ქვეყნებს შორის ჯანსაღი პარტნიორობა ეფუძნება არა ერთი ქვეყნის მხრიდან მეორის ინტერესების მომსახურებას, არამედ ქვეყნებს შორის ეროვნული ინტერესების თანხვედრის ძიებას. სწორედ ეს არის სუვერენიტეტის არსი.

ისტორია გვასწავლის, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე შედეგები დგება მაშინ, როდესაც შიდა პოლიტიკური დაპირისპირება სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგება. გასული საუკუნის გამოცდილება სწორედ იმის შეხსენებაა, თუ რამდენად სახიფათოა ეროვნული ერთიანობის შესუსტება და უცხო ძალების დღის წესრიგისთვის ქვეყნის შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობის მიცემა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

იმედი

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

იმედი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი