მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ვინც საქართველოს და ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს, ის უნდა შეეგუოს, რომ იქნება იმ კუთხეში, სადაც არიან ის პოლიტიკური ჯგუფები, თუ ქვეყნები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფენ
შალვა პაპუაშვილი: ვინც საქართველოს და ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს, ის უნდა შეეგუოს, რომ იქნება იმ კუთხეში, სადაც არიან ის პოლიტიკური ჯგუფები, თუ ქვეყნები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფენ

იმედი|imedinews.ge

დღეს რუსეთი არის, ვინც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე და გამოდის, რომ ახლა უკვე დაემატა გერმანიის მთავრობა, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ „აქ სულელი არავინაა“ და „ქართველები გერმანიის მთავრობის ხელწამოსაკრავი არ ვართ“.

„ჩვენ წლებია გვიწევს რუსეთთან ამ მხრივ პოლიტიკური თუ სხვა სახის ჭიდილი საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებასთან დაკავშირებით. დღეს რუსეთი არის, ვინც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე და გამოდის, რომ ახლა უკვე დაემატა გერმანიის მთავრობა, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას.

ვინც საქართველოს და ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს, ის უნდა შეეგუოს, რომ იქნება იმ კუთხეში, სადაც არიან ის პოლიტიკური ჯგუფები, თუ ქვეყნები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფენ. ეს არის მკაფიო მაგალითი საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა.

აქ სულელი არავინაა. გერმანიის მთავრობა ამ თავისი ქცევით აჩვენებს, რომ ის არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. არა მხოლოდ მის ნაწილზე, არამედ მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე,“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი