
შათირიშვილი: AFD-ს აკრძალვაზე მსჯელობა კვლავ გააქტიურდა და მსგავსი შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, „AFD“-ს აკრძალვის პროცედურები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. აღნიშნული იდეის განხორციელებისთვის, იმ პირობებში, რომ გერმანიამ რუსეთი ლაიფციგში აეროპორტის თავდასხმის მცდელობაში სახელმწიფო დონეზე დაადანაშაულა, ნოყიერი ნიადაგი იქმნება
საინტერესოა, რომ AFD-ს აკრძალვაზე მსჯელობა კვლავ გააქტიურდა და მსგავსი შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გააკეთა. მისი თქმით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის პროცედურები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. აღნიშნული იდეის განხორციელებისთვის, იმ პირობებში, რომ გერმანიამ რუსეთი ლაიფციგში აეროპორტის თავდასხმის მცდელობაში სახელმწიფო დონეზე დაადანაშაულა, ნოყიერი ნიადაგი იქმნება, - ამის თაობაზე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილში ვკითხულობთ.
შათირიშვილის განცხადებით, მრავალი წლის განმავლობაში გავრცელებული თვალსაზრისის შესაბამისად, გერმანიაში არსებულ სიტუაციაში მტრის ხატად რუსეთი ყალიბდება, ხოლო მასთან „ახლო კავშირები მემარჯვენე ექსტრემისტულ, რადიკალური იდეების მქონე AFD-ს აქვს და ბუნებრივია, მტერთან კოლაბორაციაში მყოფი პოლიტიკური ძალის აკრძალვა, სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების დასაცავად, აუცილებელიც კი ხდება.“
„გამოცდილება გვასწავლის, რომ, ერთი მხრივ, როდესაც რაიმე კატასტროფა ხდება, ეპიდემია თუ პანდემია მძვინვარებს, ქვეყანა ომშია ჩართული ან ომის საფრთხის წინაშე დგას და მოსახლეობისთვის უპირველესი საფიქრალი საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა თუ კეთილდღეობის უზრუნველყოფა ხდება, საზოგადოება ცდილობს ავტორიტეტი მონახოს, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღებას მიანდობს, შესაბამისად, ხალხი მთავრობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნაბიჯებს უფრო მარტივად იღებს, ნაკლებ შეკითხვებს სვამს და საპროტესტო განწყობაც იკლებს. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო უხილავ თუ ხილულ მტერთან გამკლავება ხდება, მოცემულ სიტუაციაში კი მტრის ხატად რუსეთი ყალიბდება, მასთან კი, უკვე მრავალი წლის განმავლობაში გავრცელებული ნარატივის თანახმად, ახლო კავშირები მემარჯვენე ექსტრემისტულ, რადიკალური იდეების მქონე AFD-ს აქვს და ბუნებრივია, მტერთან კოლაბორაციაში მყოფი პოლიტიკური ძალის აკრძალვა, სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების დასაცავად, აუცილებელიც კი ხდება“, - ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
იმედი
წყარო: imedinews.ge