მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შემოსავლების სამსახური: საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეული რეჟიმით, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას
შემოსავლების სამსახური: საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეული რეჟიმით, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას

შემოსავლების სამსახური: საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეული რეჟიმით, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას

იმედი|imedinews.ge

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.

„უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, აღნიშნულ საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები, ასევე ადგილზე მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის და სასაზღვრო პოლიციის ყველა წარმომადგენელი, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები, სატვირთო/მსუბუქი ავტომობილები, მათი მძღოლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.

აქვე განვმარტავთ, რომ „ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეული რეჟიმით, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • Yandex Pay-ის აპლიკაცია App Store-იდან სრულად წაიშალაBM.GE
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებსრუსთავი 2
  • ნეთანიაჰუ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ გეგმას უარყოფს და ჰამასის სრულ განიარაღებას ითხოვსფორმულა
სრულად →საფრთხის →სამსახურის →

მსგავსი სტატიები

გოგა ხაინდრავა ბარამიძის განცხადებაზე: ეს არის მიზანმიმართული დივერსია. ამის დამადასტურებელი საბუთია ოლეგ ბარციცის გამოსვლა რუსეთის ტელევიზიაში, ამის დამადასტურებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილია როგორც რუსეთში, ისე აფხაზეთში

გიორგი ბარამიძის განცხადებას მტკიცებულებად ქართველების წინააღმდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება იყენებს. თავად ბარამიძე კი პასუხისმგებლობას არ გრძნობს და დღესაც იმავეს იმეორებს

გიორგი ბარამიძის განცხადებას მტკიცებულებად ქართველების წინააღმდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება იყენებს. თავად ბარამიძე კი პასუხისმგებლობას არ გრძნობს და დღესაც იმავეს იმეორებს

იმედი

ვახტანგ ცინცაძე: სტაჟირების პროგრამაზე მომართვა საკმაოდ მაღალია, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებისთვის მიმზიდველია საჯარო სამსახურში დასაქმება

ვახტანგ ცინცაძე: სტაჟირების პროგრამაზე მომართვა საკმაოდ მაღალია, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებისთვის მიმზიდველია საჯარო სამსახურში დასაქმება

იმედი

Bloomberg: ზელენსკის განსაკუთრებით აღიზიანებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც ორგანიზაცია კიევისთვის სესხების გამოყოფის სანაცვლოდ ითხოვს

Bloomberg: ზელენსკის განსაკუთრებით აღიზიანებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც ორგანიზაცია კიევისთვის სესხების გამოყოფის სანაცვლოდ ითხოვს

იმედი