მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ ყირგიზეთის საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა
შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ ყირგიზეთის საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ ყირგიზეთის საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

იმედი|imedinews.ge

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის თავმჯდომარეს, ალმამბეტ შიკმამატოვს უმასპინძლა, რომელიც საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის, ასევე მონაცემთა მართვისა და საგადასახადო განჭვრეტადობის გაუმჯობესების მიმართულებებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე. როგორც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, აღნიშნა ქართული მხარე მზადაა, გაუზიაროს ყირგიზეთის საგადასახადო ადმინისტრაციას საკუთარი გამოცდილება ციფრული სერვისებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის სფეროში.

ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია თემატური შეხვედრები სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რომლებიც მათ დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებენ საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ, განხორციელებული რეფორმების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, მიხეილ მაღლაკელიძემ მადლობა გადაუხადა ყირგიზეთის საგადასახადო ადმინისტრაციის უფროსს და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ - შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, პაატა კილაძე, ასევე უწყების ხელმძღვანელის მოადგილე, ია ახალაია, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, ლევან დგებუაძე, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ჩიკვილაძე და ყირგიზეთის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვიქტორ ჯაფარიძე გენერალურ პროკურორს: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი და დღესაც ძალიან ბევრი, სააკაშვილის რეჟიმის დროს, გაუბედურებული და „გაკულაკებული" მოქალაქე ელოდება ამ დეპარტამენტის პასუხებს, რატომ ჭიანურდება ეს საქმეები?

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭირო სერვისები სწრაფად და ეფექტიანად მიიღონ

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭირო სერვისები სწრაფად და ეფექტიანად მიიღონ

იმედი

ილონ მასკი: სოროსს დასავლური ცივილიზაციის აღსასრული სურს

ილონ მასკი: სოროსს დასავლური ცივილიზაციის აღსასრული სურს

იმედი

სულხან თამაზაშვილმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

სულხან თამაზაშვილმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

იმედი