მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოაქვეყნა

იმედი|imedinews.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აბიტურიენტების მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი არჩევით საგნებს შორის ისტორიისა და მათემატიკის მიმართ დაფიქსირდა. მოთხოვნად საგნებს შორის ასევე არის ბიოლოგია, ქიმია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ფიზიკა, ლიტერატურა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება:

ისტორია აირჩია – 19700-ზე მეტმა აბიტურიენტმა; მათემატიკა აირჩია – 15 400-ზე აბიტურიენტმა; ბიოლოგია აირჩია – 4 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ქიმია აირჩია – 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა; სამოქალაქო განათლება აირჩია- 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა; გეოგრაფია აირჩია – 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ლიტერატურა აირჩია – 1 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ფიზიკა აირჩია – 1 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება აირჩია - 280-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

მონაცემები აჩვენებს, რომ აბიტურიენტების ინტერესები მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ, ისე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებს. განსაკუთრებული მოთხოვნა ისტორიისა და მათემატიკის მიმართ წინა წლის მსგავსად კვლავ შენარჩუნებულია.

არჩევითი საგნების სტატისტიკა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა აბიტურიენტთა ინტერესების, პროფესიული პრიორიტეტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მოთხოვნის შესახებ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნატვ პირველი
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნაBM.GE
  • უკრაინული დრონები კვლავ Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებს დაესხა თავს - კრასნოდარსა და ნევინომისკშიფორმულა
ცენტრი →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

იმედი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი