მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის ჩასაბარებელ საგნებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები ონლაინ ფორმატში დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის ჩასაბარებელ საგნებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები ონლაინ ფორმატში დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის ჩასაბარებელ საგნებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები ონლაინ ფორმატში დაიწყო

იმედი|imedinews.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრები ონლაინ ფორმატში დაიწყო.

პირველი შეხვედრა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ლიტერატურის (არჩევითი საგანი) გამოცდებს დაეთმო, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო და უცხო ენათა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგამოცდო ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე უძღვებოდა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, დავალებების სპეციფიკისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ. ამასთან, განხილული იქნა ნაშრომების შეფასების ძირითადი პრინციპები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ შეცდომებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ფიქსირდება. ასევე, მიეცათ რეკომენდაციები, რომლებიც მათ საგამოცდო პროცესისთვის ეფექტიანად მომზადებაში დაეხმარება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვები ონლაინ წერილობით გამოეგზავნათ და განმარტებები მიეღოთ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას ეტაპობრივად სხვა საგამოცდო საგნებშიც გეგმავს. შეხვედრების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნატვ პირველი
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნაBM.GE
  • უკრაინული დრონები კვლავ Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებს დაესხა თავს - კრასნოდარსა და ნევინომისკშიფორმულა
ცენტრი →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი