მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შინაგან საქმეთა სამინისტრო გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე.

გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს განთავსებული პოსტის წარმომავლობის დადგენის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში განახორციელეს არაერთი შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა - სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

როგორც ირკვევა, აღნიშნული პოსტის სოციალურ ქსელში განთავსება ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში დაიგეგმა, რომლის წევრებიც არიან გურამ დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები.

ჯგუფის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ წარსულში გურამ დადიანიძის ტელეფონის ნომერს, რომლითაც დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილი იყო რეგისტრირებული, არ ჰყავდა ახალი მფლობელი და შესაძლებელი იყო მისი შეძენა.

აღნიშნული ნომერი შეიძინა „ტელეგრამ“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილზე შეღწევა. მოგვიანებით კი, გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილზე სტატუსი გამოაქვეყნა ამავე ჯგუფის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ერთ-ერთმა წევრმა.

ასევე, ჯგუფის წევრებმა წარსულში გურამ დადიანიძის მფლობელობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე გაააქტიურეს სხვადასხვა აპლიკაცია (WhatsApp; Viber).

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი არ გამოიყენონ გამოძიებისთვის ხელის შეშლის, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ატმისა და ვაშლატამას მოსავალი 18 ათას ტონას მიაღწევს, ექსპორტის შეფერხება აღმოფხვრილია - სამინისტროBM.GE
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო სკოლის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადარუსთავი 2
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →

მსგავსი სტატიები

აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

იმედი

დიმიტრი სამხარაძე: მგონი ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს - ამ წერილიდან გამოდის, რომ მდინარაძეზე გულმხურვალე მხარდამჭერი ღარიბაშვილს არ ჰყოლია, მდინარაძეს ადვოკატობა დაუწყია და მისი პირველივე საზრუნავი და დასაცავი პირი ღარიბაშვილი ყოფილა - რას ერჩის მაშინ, რატომ ჩაუშვა?

ნუცა ბუზალაძის მზადება კონცერტისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ნუცა ბუზალაძის მზადება კონცერტისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა არასერიოზულად მიიჩნია დონალდ ტრამპის მუქარა თეირანისთვის „დამანგრეველი“ ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა არასერიოზულად მიიჩნია დონალდ ტრამპის მუქარა თეირანისთვის „დამანგრეველი“ ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ

იმედი