
შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სინგაპურში ინტერპოლის ინოვაციების გლობალურ კომპლექსში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები სამუშაო ვიზიტით სინგაპურში, ინტერპოლის ინოვაციების გლობალურ კომპლექსში (INTERPOL Global Complex for Innovation – IGCI) იმყოფებოდნენ.
შეხვედრაზე ქართველმა სამართალდამცველებმა ინტერპოლის წამყვან ექსპერტებთა ნ ერთად, დეტალურად განიხილეს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უახლესი ტენდენციები, ციფრული მტკიცებულებების მოპოვებისა და ანალიზის თანამედროვე შესაძლებლობები, ასევე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკა.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების, პროფესიული შესაძლებლობების განვითარების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები. შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სინგაპურში, სამუშაო ვიზიტით, ასევე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge