
უკრაინული მედია: რუსეთმა უკრაინის უდიდეს ფარმაცევტულ საწყობზე იერიში მიიტანა - ზარალმა შესაძლოა მილიარდებს მიაღწიოს
ხუთშაბათს განხორციელებული რუსული თავდასხმის შედეგად, კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონში დაზიანდა „ბიოკონის“ ლოგისტიკური კომპლექსი - ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სპეციალიზებული ფარმაცევტული საწყობი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ბორისპოლის რაიონში სასაწყობო ფართობებზე დარტყმის შესახებ კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა.
შპს „ხფკ ბიოკონი“ სპეციალიზებულია ფარმაცევტულ ლოგისტიკასა და სასაწყობო მეურნეობაზე. კომპანია უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიებს სთავაზობს სააფთიაქო საწყობების ფართობებსა და ფარმაცევტული პროდუქციის საბაჟო საწყობში შენახვის მომსახურებას.
რუსეთმა ბოლო პერიოდში გააძლიერა დარტყმები კიევის ოლქის სასაწყობო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე.
27 აგვისტოს, რუსული თავდასხმის შედეგად, ბორისპოლის რაიონში სასაწყობო შენობებს მასშტაბური ხანძარი გაუჩნდა.
2 სექტემბრის საღამოს რუსეთმა უკრაინას 163 დარტყმითი დრონით შეუტია, რომელთაგან 135-ის ჩამოგდება მოხერხდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge