მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შიო მესამე: ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს მთავარ თვისებას, რომელიც საჭიროა სულის ცხონებისთვის - ეს არის თავგანწირული სიყვარული
შიო მესამე: ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს მთავარ თვისებას, რომელიც საჭიროა სულის ცხონებისთვის - ეს არის თავგანწირული სიყვარული

შიო მესამე: ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს მთავარ თვისებას, რომელიც საჭიროა სულის ცხონებისთვის - ეს არის თავგანწირული სიყვარული

იმედი|imedinews.ge

მადლიერებით ვიხსენებთ ილია მეორეს, რომელმაც ეს დღე დაგვიწესა და მის მიერ დაარსებულ საყოველთაო ნათლობებს, რამაც ასე შეუწყო ხელი ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიის გაუმჯობესებას, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სამების ტაძარში შეკრებილებისთვის სიტყვით მიმართვისას. მისი თქმით, ეს ტრადიცია აუცილებლად გაგრძელდება.

„იცით, რომ ოჯახური ცხოვრება ღმერთის მიერ არის შექმნილი, როგორც ადამიანის ყოფიერების ფორმა და რატომ მისცა ეს ოჯახური ცხოვრება ღმერთმა ადამიანს? მისცა იმიტომ, რომ ოჯახმა ადამიანი სასუფევლამდე მიიყვანოს, იმიტომ, რომ ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს ამ მთავარ თვისებას, რომელიც საჭიროა სულის ცხონებისთვის - ეს არის თავგანწირული სიყვარული და ამას სწავლობს და ითვისებს არა როგორც მხოლოდ გრძნობას და ემოციას, არამედ როგორც სულიერ თვისებას, რადგან ქრისტიანული სიყვარული პირველ რიგში თვისებაა. ეს განსხვავება ბევრს არ ესმის.

თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც მაგალითად არის აბორტი, მაშინ ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი. ასეთი ოჯახი განწირულია იმიტომ, რომ როგორც ჩვენ ბიბლიიდან ვიცით, „მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის“ და პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება იმიტომ, რომ ის თავისი არსებობით ირგვლივ ყველაფერს ათბობს და ანათებს.

როგორც ჩვენ მრავალშვილიანი ოჯახებისგან ვიცით, თავიდან უფრო რთულია, პირველ სამ შვილამდე, მერე და მერე სირთულეები ბევრად კლებულობს და ბევრად უფრო ადვილია მრავალშვილიანი ოჯახების გაძღოლა.

ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ ამ ყველაფერზე თუ არ დავფიქრდით, თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენასა და შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენს სამოთხესავით მშვენიერ ქვეყანაში სხვა ხალხები დამკვიდრდებიან, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას“, - მიმართა პატრიარქმა სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

იმედი

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

იმედი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი