მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შოტლანდიის ნაკრების გულშემატკივრებმა ბოსტონში ლუდის მარაგი ამოწურეს🍻⚽
შოტლანდიის ნაკრების გულშემატკივრებმა ბოსტონში ლუდის მარაგი ამოწურეს🍻⚽

შოტლანდიის ნაკრების გულშემატკივრებმა ბოსტონში ლუდის მარაგი ამოწურეს🍻⚽

იმედი|imedinews.ge

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებიდან სულ რაღაც ერთ კვირაში, შოტლანდიის ნაკრების გულშემატკივრებმა ბოსტონში თითქმის მთელი ლუდის მარაგი ამოწურეს.

ტელეკომპანია NBC News-ის ცნობით, 14 ივნისს შოტლანდიისა და ჰაიტის ნაკრებებს შორის მატჩი გაიმართა. შეხვედრა შოტლანდიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ამ გამარჯვების წყალობით შოტლანდიამ 3 ქულა მოიპოვა და C ჯგუფში ლიდერის პოზიცია დაიკავა.

გამარჯვების აღნიშვნის დროს ფანებმა ბარები და რესტორნები „დაიპყრეს“. მათ ქალაქს საპატიო წრეც კი დაარტყეს, რის შემდეგაც უამრავ დაწესებულებაში ლუდი უბრალოდ გათავდა.

ერთ-ერთი ბარის მფლობელმა განაცხადა, რომ გულშემატკივრებმა ოთხჯერ მეტი ლუდი დალიეს, ვიდრე ჩვეულებრივი გრძელი სადღესასწაულო უქმეების დროს. ამის გამო ბარებს პროდუქციის სასწრაფო, ექსტრემალური მოწოდების ორგანიზება დასჭირდათ.

„ჩვენ აქ უკვე 30 წელზე მეტია ვმუშაობთ და მსგავსი არაფერი გვინახავს“, - განაცხადა Hennessy-ის მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა, ნოელ სომერსმა.

ერთ-ერთ ბარში მაცივრის კარიც კი გაფუჭდა იმის გამო, რომ მას ბევრჯერ აღებდნენ და კეტავდნენ.

შოტლანდიის ნაკრების შემდეგი თამაში 20 ივნისს, მაროკოს წინააღმდეგ გაიმართება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა