
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის საფუძველზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალიდან“ მოქალაქეების, ასევე გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა
იმედი|imedinews.ge
დევდორაკში დამონტაჟებულ ადრეული გაფრთხილების სისტემასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აღნუსხავს, სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა.
პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.
ამავდროულად, პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge