მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შვეიცარიაში მოსახლეობის რაოდენობაზე ზედა ზღვარის დაწესების საკითხზე რეფერენდუმი იმართება
შვეიცარიაში მოსახლეობის რაოდენობაზე ზედა ზღვარის დაწესების საკითხზე რეფერენდუმი იმართება

შვეიცარიაში მოსახლეობის რაოდენობაზე ზედა ზღვარის დაწესების საკითხზე რეფერენდუმი იმართება

იმედი|imedinews.ge

შვეიცარიაში დღეს იმართება რეფერენდუმი, რომელზეც მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ - დააწესონ თუ არა მოსახლეობის რაოდენობაზე 10-მილიონიანი ზღვარი. თუ შვეიცარიელები ინიციატივას მხარს დაუჭერენ, ქვეყანაში მცხოვრებთა ეს რაოდენობა 2050 წლამდე უნდა შენარჩუნდეს.

ამჟამად ქვეყანაში დაახლოებით 9,1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა 27% უცხოელია. მოსახლეობა საგრძნობლად გაიზარდა 2002 წლის შემდეგ, როდესაც მისი რაოდენობა 7,3 მილიონს შეადგენდა.

მუდმივ მცხოვრებთა რაოდენობის საკანონმდებლო დონეზე 10 მილიონზე დაბლა შენარჩუნების იდეა მემარჯვენე-კონსერვატიულ „შვეიცარიის სახალხო პარტიას“ (SVP) ეკუთვნის, რომელიც პარლამენტში ყველაზე მეტ - 200-დან 62 ადგილს ფლობს. პარტიამ ამას „მდგრადი განვითარების ინიციატივა“ უწოდა, რომელიც მიზნად ისახავს საცხოვრებელ ბაზარზე, საზოგადოებრივ სერვისებსა და გარემოზე ზეწოლის შემცირებას.

ყველა სხვა მსხვილი პარტია, მთავრობის წევრები, ბიზნესლიდერები და პროფკავშირები წინააღმდეგები არიან და ამ წინადადებას „ქაოსის ინიციატივა“ უწოდეს. მათი აზრით, ამან შესაძლოა საავადმყოფოები და სასტუმროები პერსონალის გარეშე დატოვოს, ზიანი მიაყენოს ევროკავშირთან ურთიერთობებს და შვეიცარია იზოლაციაში მოაქციოს.

ამავდროულად, ამომრჩევლებს აწუხებთ გადატვირთული მატარებლები, ძვირი ბინები და ჯანდაცვის ხარჯების ზრდა. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ინიციატივის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა თითქმის თანაბარია - გამოკითხულთა 45% მხარს უჭერს წინადადებას, 52% კი არა, მნიშვნელოვან ნაწილს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი