მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 11 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 11 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 11 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფოდნის მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში გათვალისწინებულია 200 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა ბათუმის მუნიციპალიტეტის გონიოს დასახლებაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში და ხაშურში, №2 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე. პროექტები მოიცავს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებას და შესაბამის სამშენებლო სამუშაოებს.

ამასთან, დაგეგმილია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის საბავშვო ბაღისა და ბათუმის №11 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში ასევე იგეგმება 25 ბავშვზე გათვლილი ბაღების მშენებლობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 6 სოფელში. მათ შორის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საქობოსა და ზემო გურგენიანში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლედარსალეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში.

პროექტების მიზანია სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და ბავშვებისთვის უსაფრთხო, კომფორტული გარემოს შექმნა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა “გონის თამაშები” გაიხსნა

ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა “გონის თამაშები” გაიხსნა

იმედი

The Wall Street Journal: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური თანამშრომლობის შეჩერება დაავალა

The Wall Street Journal: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური თანამშრომლობის შეჩერება დაავალა

იმედი

გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილ-მელიას დაპირისპირებაზე: ამ შემთხვევაში თავად სააკაშვილი უნდა დაფიქრდეს ალბათ იმაზე, რა დონემდე უნდა მოაბეზრო თავი ამომრჩევლებს, შენივე პარტიის დამფუძნებლებს, ლიდერებს თუ ყოფილ თავმჯდომარეს, რომ ციხეში აგინებენ

თორნიკე ფაღავა: ყველამ ერთად ვიხილეთ როგორ დაასმინა საჯაროდ მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია. ძალიან საინტერესო პროცესი ვითარდება რადიკალური ოპოზიციის შიგნით

თორნიკე ფაღავა: ყველამ ერთად ვიხილეთ როგორ დაასმინა საჯაროდ მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია. ძალიან საინტერესო პროცესი ვითარდება რადიკალური ოპოზიციის შიგნით

იმედი