მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სლოვაკეთის პრეზიდენტი უკრაინაზე: ვერ წარმომიდგენია ევროკავშირის გაფართოება იმ ქვეყნის ხარჯზე, რომელიც ამჟამად რუსეთთან ომშია, რადგან ეს, იმავდროულად, ნიშნავს ომის გადმოტანას ევროკავშირის ფარგლებს გარედან მისი საზღვრების შიგნით
სლოვაკეთის პრეზიდენტი უკრაინაზე: ვერ წარმომიდგენია ევროკავშირის გაფართოება იმ ქვეყნის ხარჯზე, რომელიც ამჟამად რუსეთთან ომშია, რადგან ეს, იმავდროულად, ნიშნავს ომის გადმოტანას ევროკავშირის ფარგლებს გარედან მისი საზღვრების შიგნით

იმედი|imedinews.ge

სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ დისკუსიები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

მან ასევე მხარი არ დაუჭირა კიევისთვის რაიმე სახის გამარტივებული პროცედურების გამოყენებას, რაც ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა.

სლოვაკეთის პრეზიდენტის თქმით, მთავარ პრიორიტეტად კვლავ უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულება უნდა დარჩეს. მისი ხედვით, მხოლოდ სამართლიანი მშვიდობის მიღწევის შემდეგ შეიძლება დაიწყოს არსებითი მსჯელობა ევროკავშირის წევრობისკენ უკრაინის შემდგომი გზის შესახებ.

„პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიური საშუალებებით დასრულებას. ეს უნდა იყოს მთავარი პირობა იმ რეალურ ნაბიჯებზე დასალაპარაკებლად, რომლებიც უკრაინას ევროკავშირის წევრობასთან დააახლოებს“, - განაცხადა პელეგრინიმ.

ამავდროულად, მან უარი თქვა უკრაინისთვის რაიმე სახის გამონაკლისის დაშვებაზე ან გაწევრიანების დაჩქარებული მექანიზმების გამოყენებაზე. სლოვაკეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი არ უნდა გახდეს სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით განსაკუთრებული პირობების მინიჭების მიზეზი.

მისი აზრით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა წლები დახარჯეს რთული რეფორმების განხორციელებაზე და გაიარეს გრძელი გზა ევროკავშირისკენ, ხოლო უკრაინისთვის წესების შეცვლა რეგიონისთვის ნეგატიური სიგნალი იქნება.

„არცერთ ქვეყანას, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რთულია მისი მდგომარეობა, არ შეუძლია მიიღოს პრივილეგიები მხოლოდ ამ სიტუაციის - მაგალითად, ომის - გამო, დასავლეთ ბალკანეთის იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც რეფორმების მართლაც გრძელი და რთული გზა გაიარეს“, - დასძინა მან.

პელეგრინიმ ასევე აღნიშნა, რომ მხარს არ უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის ასოცირებული ან ნაწილობრივი წევრობის იდეას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაფართოების პროცესს აქვს მკაფიო წესები, რომლებსაც გამონაკლისის გარეშე ყველა კანდიდატმა უნდა დაემორჩილოს.

„თუ უკრაინა მომავალში ოდესმე შეასრულებს ამ წესებსა და პირობებს, სლოვაკეთი მხარს დაუჭერს მის გზას ევროკავშირის წევრობისკენ, მაგრამ სლოვაკეთი მხარს არ დაუჭერს შემოვლით გზებს ან რაიმე სახის ფავორიტიზმს სხვების ხარჯზე“, - განმარტა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.

„ვერ წარმომიდგენია ევროკავშირის გაფართოება იმ ქვეყნის ხარჯზე, რომელიც ამჟამად რუსეთთან ომშია და რომელზეც რუსეთმა თავდასხმა განახორციელა, რადგან ეს, იმავდროულად, ნიშნავს ომის გადმოტანას ევროკავშირის ფარგლებს გარედან მისი საზღვრების შიგნით“, - თქვა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →რუსეთის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

Deutsche Welle: მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს ენერგორესურსების მაქსიმალური ეკონომიისკენ მოუწოდა

არჩილ ბერიძე: რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით. რეგიონული განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ნაურუს მთავრობის განცხადება: ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას - შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

იმედი