მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სლოვაკეთში რობერტ ფიცოსთვის სამუდამო ფინანსური უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო ჩაიშალა
სლოვაკეთში რობერტ ფიცოსთვის სამუდამო ფინანსური უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო ჩაიშალა

სლოვაკეთში რობერტ ფიცოსთვის სამუდამო ფინანსური უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო ჩაიშალა

იმედი|imedinews.ge

სლოვაკეთში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გადადგომის შემდგომი სამუდამო ფინანსური უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო ჩაიშალა.

საარჩევნო უბნების 99,5%-ის მონაცემების დამუშავების შემდეგ ამომრჩეველთა აქტივობამ 16,1% შეადგინა. იმისათვის, რომ რეფერენდუმი შემდგარიყო, მასში მონაწილეობა ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული მოსახლეობის არანაკლებ 50%-ს უნდა მიეღო.

ამავე რეფერენდუმზე გატანილი იყო სპეციალური პროკურატურის მუშაობის აღდგენის საკითხიც, რომელიც მძიმე დანაშაულებსა და კორუფციას იძიებდა. რამდენიმე წლის წინ​ ფიცოს მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ სპეციალური პროკურატურის გაუქმების შესახებ, სლოვაკეთში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

მთავრობის მეთაურის გადადგომის შემდეგ მისი სამუდამო ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ დებულება სლოვაკეთში 2024 წელს გამოჩნდა - მას შემდეგ, რაც რობერტ ფიცოზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც პრემიერ-მინისტრი მძიმედ დაიჭრა. კანონპროექტის თანახმად, სლოვაკეთის მთავრობის ყოფილი მეთაურები სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურად მიიღებენ პენსიას, რომელიც პარლამენტის წევრის ხელფასის ტოლია. 2024 წლამდე სამუდამო ფულადი უზრუნველყოფა მხოლოდ სლოვაკეთის ყოფილი პრეზიდენტებისთვის იყო გათვალისწინებული.

რეფერენდუმზე საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც ფიცოს პოლიტიკური ოპონენტების მიერ მომზადებულ პეტიციას 350 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

სლოვაკეთის ისტორიაში ჩატარებული 10 რეფერენდუმიდან შემდგარად მხოლოდ ერთი გამოცხადდა - 2003 წლის კენჭისყრა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. დანარჩენ რეფერენდუმებზე ამომრჩეველთა აქტივობა ყოველთვის ზედმეტად დაბალი იყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი