მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების სკოლაში მიმდინარე სამუშაოს ადგილზე გიორგი ღურჯუმელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

400 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უტარდება.

სკოლა სრულად განახლდება და პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, ეზო, სპორტული მოედნები, გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.

ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის გადაწყვეტილებით, სკოლის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული თეატრის შენობის რეაბილიტაციაც დაემატა, რომელიც თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული არ იყო. რეაბილიტაციის შემდეგ შენობა კულტურის სახლის ფუნქციას შეასრულებს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და საზოგადოებრივი აქტივობების განხორციელების მნიშვნელოვან სივრცედ იქცევა. სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სოფელ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში სასტუმრო Best Western Premier-ის გახსნა სექტემბერში იგეგმება - გიორგი დოლიძეBM.GE
  • ზუგდიდში, სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლარუსთავი 2
  • ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში გაზგასამართი სადგური აფეთქდატვ პირველი
  • ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ყაჩაღბის დროს ქალი შემოაკვდათფორმულა
სოფელ →

მსგავსი სტატიები

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

იმედი

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

იმედი

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის  მზად არ არის

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის

იმედი

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

იმედი