მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება
სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება. ხიდის კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობა.

ხიდზე ასევე დამონტაჟდება უსაფრთხოების მოაჯირები და შესრულდება ექსპლუატაციაში შეყვანისთვის საჭირო დამატებითი ტექნიკური სამუშაოები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სარმის დროებით ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა ხვალ, დღის მეორე ნახევარში იგეგმება.

პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაო. ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით სამუშაოების მიმდინარეობას ხელმძღვანელობენ.

ამასთან, აღნიშნულ მონაკვეთზე მოწყობილი შემოვლითი გზით გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.

ახალი, კაპიტალური ხიდის პროექტი უკვე მომზადებულია და მისი მშენებლობისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.

სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯაბა ხუბუა: როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა“-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”

ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

იმედი

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

იმედი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში  ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

იმედი