მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სოფელ საყდართან გადაადგილების აღსადგენად სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება
სოფელ საყდართან გადაადგილების აღსადგენად სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება

სოფელ საყდართან გადაადგილების აღსადგენად სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი-ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება.

ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.

სოფელ საყდართან არსებული საავტომობილო ხიდი უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წაიღო. შედეგად, საყდარი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. საყდრის ხიდთან პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა ხიდქვეშა კალაპოტის ფორმირებისა და დაღრმავების სამუშაოები, თუმცა უხვი ნალექის შედეგად მდინარეში წყლის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ხიდის წაღება გამოიწვია.

ახალი ხიდის პროექტი უკვე მომზადებულია და მისი მშენებლობისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

იმედი

The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის

The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის

იმედი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება

იმედი

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება

იმედი